შარდის შეუკავებლობას და შარდის ბუშტის გაღიზიანებას შემდეგი რეცეპტებით უმკურნალებთ
შარდის შეუკავებლობა ხშირად აღინიშნება ნერვულ, შთაბეჭდილებიან ბავშვებში, ქალებში მშობიარობის შემდგომ და კლიმაქტერულ პერიოდში, მოხუცებში. შარდის შეუკავებლობა - ესაა შარდის გამოყოფა მოშარდვის სურვილის გარეშე. იგი შეიძლება აღინიშნებოდეს ღამითაც, დღისითაც და შეიძლება თან ახლდეს განავლის შეუკავებლობაც. ეს დაავადება ცუდად ემორჩილება მკურნალობას და აქვს შებრუნებისა და რეციდივებისაკენ ტენდეცია. მიუხედავად ამისა, ბავსვებში ეს დაავადება იშვიათად შეიძლება გაგრძელდეს სრულწლოვნების შემდეგ.
ხშირი შარდვის დროს უნდა გამოირიცხოს საკვებიდან: ნიახური, საზამთრო, მწიფე ყურძენი, სატაცური. უნდა შეიზღუდოს მიღებული სითხის რაოდენობა. ვეცადოთ არ მივიღოთ სითხე ძილის წინ. აუცილებელია წყლის გამაჯანსაღებელი პროცედურები დილით და საღამოთი.
რეცეპტები:
ხშირი შარდვის დროს უნდა გამოირიცხოს საკვებიდან: ნიახური, საზამთრო, მწიფე ყურძენი, სატაცური. უნდა შეიზღუდოს მიღებული სითხის რაოდენობა. ვეცადოთ არ მივიღოთ სითხე ძილის წინ. აუცილებელია წყლის გამაჯანსაღებელი პროცედურები დილით და საღამოთი.
რეცეპტები:
- ავიღოთ 1 ს/კ კამის თესლი 1 ჭიქა მდუღარეზე. დავაყენოთ სითბოში 2 - 3 სთ. გავწუროთ. მივიღოთ ერთ მიღებაზე, 1 - ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 5 დღიდან 2 კვირამდეა.
- ხშირი შარდვის დროს რეკომენდებულია ვჭამოთ ძილის წინ ჭერამის, შავი ქლივის, ანანასისა ან ნესვის ჩირის რამდენიმე ნაჭერი. ამ ჩირების რბილობი კარგად იწოვს წყალს და ამით მცირდება თირკმელებისა და შარდის ბუშტის დატვირთვა.
- ღამით შარდის შეუკავებლობის დროს სცადეთ ბავშვს მისცეთ ძილის წინ თაფლიანი წყალი ( ნახევარ ჭიქა წყალზე 1 ჩ/კ თაფლი ).
- მოცვის ახალი ნაყოფი მიიღეთ დიდი რაოდენობით, ზამთარში - ნაყენის, კომპოტის სახით.
- ხშირი შარდვის დროს მივიღოთ უზმოზე სიმინდის ულვაშის ჩაი - 1 ფინჯანი ( 1 ს/კ 500მლ წყალზე ), ან ბლის, ან ალუბლის ნაყოფის ნახარში ( 1 ს/კ 1 ჭიქა მდუღარეზე ). გემოვნების მიხედვით შეიძლება დავუმატოთ თაფლი. მივიღოთ დღეში რამოდენიმეჯერ.
- ხშირი შარდვის დროს: 1 გრ დაქუცმაცებულ მუხის ქერქს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, მოვათავსოთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ დავაყენოთ 30 წთ. და გავწუროთ. ვსვათ თითო ს/კ 3 - ჯერ დღეში.