ყველაზე მარტივი და უვნებელი საშუალებები ჰელმინთოზების სამკურნალოდ. საკმარისია მხოლოდ 2 კვირა.
ჰელმინთოზი შემთვევათა 90 - პროცენტში "ჭუჭყიანი ხელების დაავადებაა", ხოლო 10 პროცენტი ცუდად შემწვარი თევზისა თუ ხორცის შედეგია. შეიძლება ითქვას, რომ რისკის ჯგუფს ყველა ადამიანი მიეკუთვნება, მაგრამ ჰელმინთებით ინაზიისადმი უფრო მიდრეკილნი არიან 7 - დან 12 -წლამდე ასაკის ბავშვები, ესაა აქტიური ყრმობის ასაკი, როცა დედობრივი მზრუნველობა სუსტდება, მისწრაფება ფათრაკებისადმი ძლიერდება, ჰიგიენის წესები კი კარგავს ყოველგვარ მნიშვნელობას. იმის ზუსტად დასადგენად, ჰყავს თუ არა თქვენს შვილს ჭიები, დაგეხმარებათ მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზი ( ამასთან, იგი უნდა გაკეთდეს ზედიზედ, რამდენჯერმე ერთიმეორის მიყოლებით ). მაგრამ პირველ ყოვლისა, ყურადღება უნდა გაამახვილოთ შემდეგზე:
ჰელმინთოზების სამკურნალო ხალხური საშუალებები:
პროფილაქტიკა
- ხშირი ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, ასთმური შეტევები;
- ერთი შეხედვით ტემპერატურის უმიზეზოდ მომატება;
- მუცლის ყრუ ტკივილები, ასევე გულისკოვზქვეშა მიდამოს ტკივილები;
- კუჭის არამყარი მოქმედება, ყაბზობა. განავალი შეიცავს ლორწოს და შეიძლება აღინიშნებოდეს მასში სისხლის კვალიც;
- ცუდი მადა, გულისრევა, ღებინება;
- მომატებული გაღიზიანებადობა, მტირალობა;
- მკრთალი, ანემიური შესახედაობა, მეხსიერების გაუარესება;
- ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხება ( ჩამორჩენა სიმაღლეში, წონის დაკარგვა );
- თავბრუსხვევა, არამშვიდი ძილი ( ბავშვი ძილში ყვირის, აღრჭიალებს კბილებს ).
ჰელმინთოზების სამკურნალო ხალხური საშუალებები:
- აიღეთ ხოროსანის 2 ჩ/კ დაფხვნილი ყვავილი, შეურიეთ 2 ს/კ თაფლი და მიეცით ბავშვს უზმოზე, ასკარიდოზის და ენტერობიოზის დროს, ორ მიღებაზე 2 საათის შუალედით. შემდეგ მიეცით საფაღარათო.
- ხოროსანის დაფხვნილი ბალახის ერთ სუფრის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, დააყენეთ ექვსი საათი. გაუკეთეთ ბავშვს ოყნა 1/2 ჭიქა ნაყენისგან, კურსი 4 - 6 დღე.
- ასკარიდასა და კუდმახვილას დროს აიღეთ 300 - 500 გრ გაფცქვნილი გოგრის თესლი, გაატარეთ ხორცსაკეპში. ასაკისდა მიხედვით მიეცით ბავშვს უზმოზე 1 - 2 ს/კ. გამოიყენეთ გოგრის წვენი ან გოგრის უმი თესლი უზმოზე.
- გოგრის გაფცქვნილი ( მაგრამ აუცილებლად თხელი, მწვანე კანით ) თესლი - ყველაზე მარტივი საშუალებაა ლენტურა ჭიების გამოსადევნად. საკმარისია ორი კვირის განმავლობაში ნებისმიერი რაოდენობით მივცეთ ბავშვს ჭიქა გაფცქვნილი თესლი, დაასხით 10 - 15 წვეთი წყალი, რომ მიიღოთ ფაფა. ეს ფაფა ბავშვმა უნდა მიიღოს უზმოზე მცირე ულუფებით ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ მიეცით მას სააღარათო და გაუკეთეთ ოყნა.
- ასკარიდასა და კუდმახვილას დროს მოხარშეთ კაკლის მწვანე ნაჭუჭი შაქართან ან თაფლთან ერთად (1 - 2 ს/კ ნაჭუჭი ერთ ჭიქაზე ). მიეცით დასალევად თითო ჩაის კოვზი ერთ ჭიქა ჩაიზე, 3 - 4- ჯერ დღეში.
- ზოგიერთი მშობელი იმისათვის, რომ დაიცვას ბავშვი ჰელმინთებისგან, რეგულარულად აძლევს მას ჭიების საწინააღმდეგო პრეპარატებს ( პირანტელას, დეკარისს და სხვა ). ეს არაგონივრულია, არ ღირს ბავშვი გავჭყიპოთ მედიკამენტებით, მითუმეტეს, რომ უვნებელი ტაბლეტი არ არსებობს.
პროფილაქტიკა
- არ მისცეთ ბავშვს ისეთი ხორცი და თევზი, რომელიც არ იქნება კარგად შემწვარი.
- მიაქციეთ ყურადღება იმ ქვიშის სისუფთავეს, სადაც თქვენი ბავშვი თამაშობს.
- რეგულარულად ჩაუტარეთ შინაურ ცხოველებს ჭიების საწინააღმდეგო პროფილაქტიკა. ეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ ბავშვის კონტაქტი უცხო და მაწანწალა ცხოველებთან.
- გადააჩვიეთ ბავშვს ფრჩხილების კვნეტა, თუ მას ასეთი ჩვევა აქვს.