ჭიების სამკურნალო საუკეთესო ბუნებრივი საშუალებები
ჰელმინთოზი შემთხვევათა 90 % - ში ჭუჭყიანი ხელების დაავადებაა, ხოლო 10 % ცუდად შემწვარი თევზისა და ხორცის შედეგია. შეიძლება ითქვას, რომ რისკის ჯგუფს ყველა ბავშვი მიეკუთვნება. ჰელმინთები პარაზიტული ჭიებია, მათი მრავალი სახესხვაობა არსებობს, მაგრამ ყველაზე ხშირად ბავშვის ორგანიზმს აზიანებს ასკარიდა, კუდმახვილა, (ენტერობიუსი ) და სოლიტერი.
რეცეპტები:
რეცეპტები:
- მოხარშეთ ერთ ჭიქა რძეში ნივრის ერთი მოზრდილი თავი დარბილებამდე, რძე გააცივეთ, გაწურეთ. ამ ნახარშით (100 - 150 მლ) გაუკეთეთ ოყნა 6 - 7 დღე ზედიზედ, ან დააყენეთ ღამის განმავლობაში ერთ ჭიქა ანადუღარ, გაცივებულ წყალზე. წვრილად დაჭერით 5 - 6 კბილი ნიორი. დილით გამოწურეთ, ნაყენი გაწურეთ და გაუკეთეთ ოყნები.
- დააქუცმაცეთ საშუალო ზომის ერთი თავი ხახვი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 12 საათი, გაწურეთ. ასვით ნახევარ - ნახევარი ჭიქა დღეში ერთხელ, 3 - 4 დღის განმავლობაში. შეიძლება გამოიყენოთ ასკარიდების გამოსადევნადაც.
- ასკარიდასადა და კუდმახვილას დროს მოხარშეთ კაკლის მწვანე ნაჭუჭი შაქართან ან თაფლთან ერთად (1 - 2 ს/კ ნაჭუჭი ერთ ჭიქაზე), მიეცით დასალევად თითო ჩაის კოვზი ერთ ჭიქა ჩაიზე, 3 - 4- ჯერ დღეში.
- ასკარიდასა და კუდმახვილას დროს აიღეთ 300 - 500 გრ გაფცქვნილი გოგრის თესლი, გაატარეთ ხორცსაკეპში. ასაკისდა მიხედვით მიეცით ბავშვს 1 - 2 ს/კ, მიაყოლებინეთ თბილი წყალი ან რძე. შეგიძლიათ გამოიყენოთ გოგრის წვენი ან გოგრის უმი თესლი უზმოზე.