გამოიყენეთ ხალხური რეცეპტები ურეთრიტების სამკურნალოდ.
ურეთრა - ესაა შარდგამყოფი არხი, ურეთრიტი - შარდგამყოფი არხის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელსაც ახლავს ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი, ქავილი, წვა და ტკივილი შარდვის დროს.
ურეთრიტების, ცისტიტებისა და პიელონეფრიტების მკურნალობა ბევრ შემთხვევაში ერთნაირია, ამიტომ ის ძირითადი სამკურნალო ბალახები და ნაკრებები, როლებიც გამოიყენება ურეთრიტების სამკურნალოდ, მოცემულია იმ თავში, სადაც აღწერილია ცისტიტის მკურნალობა.
განასხვავებენ ურეთრიტებს ინფექციურს ( მათ მიეკუთვნება ვენერიული ურეთრიტებიც ) და არაინფექციურს.
ურეთრიტების გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხვა მიკროორგანიზმები: ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები. ზოგჯერ ურეთრიტი ვითარდება გადატანილი ტრამვის შემდეგ.
ურეთრიტების სამკურნალო ხალხური რეცეპტები:

- ურეთრიტების დროს, როგორც ანთებსაწინააღდმეგო საშუალება, გამოიყენება შიგნით მისაღებად პრეპარატები, რომელთაც ახასიათებთ როგორც შარდმდენი, ასევე ანტიმიკრობული მოქმედება. ამ პრეპარატებს მიეკუთვნება: ოფი, სამკურნალო გვირილა, წითელი მოცვი, ღვია, საპონელა ( საპოვნელა ), დიდგულა. გამოსარეცხად იყენებენ მანგანიუმმჟავა კალიუმს, ქრისტესისხლას პრეპარატებს, ღიღილოს ყვავილებს, სალბს და სხვა. მათგან ამზადებენ ნაყენებს და ნახარშებს ჩვეულებრივი სქემით.
- ურეთრიტის დროს მიიღება მინდვრის შვიტას ნაყენი და ნახარში, როგორც ძლიერი შარდმდენი საშუალება: 2 ს/კ დაფხვნილ ბალახს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, ვადუღოთ 30 წუთი ნელ ცეცხლზე. ვსვათ 1/3 ჭიქა თითო მიღებაზე, 3 - 4 -ჯერ დღეში.
- ურეთრიტის დროს მივიღოთ წყლის პერის ფხვნილი - თითო ს.კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მივაყოლოთ წყალი.