სამკურნალო მცენარე, რომელიც უამრავი დაავადების დროს უებარი საშუალებაა

სამკურნალო მცენარე, რომელიც უამრავი დაავადების დროს უებარი საშუალებაა
თირკმლის ჩაი ესაა ძლიერი დატოტვილი მარადმწვანე ბუჩქისებრი მცენარე, სიმაღლით 150 სმ -მდე. მისი სამშობლო სამხრეთ აღმოსავლეთი აზიის ტროპიკებია. ჩვენში ხარობს სუბტროპიკულ რაიონებში, როგორც ერთწლიანი კულტურა, სიმაღლით 70 სმ.
სამკურნალოდ გამოიყენება ფოთლები და ყლორტები 2 - 3 წყვილი ფოთლით. საზოგადოდ, ფოთლების ფერი მონაცრისფრო - მწვანეა, ხოლო ცალკეული ფოთოლი ზემოთა მხრიდან მურა - იისფერი. ასეთივე ფერისაა მცენარის ღეროებიც.
მოკრეფის შემდეგ ნედლეულს ინახავენ ნაგებობებში.

თირკმლის ჩაი ძლიერ ჰიგროსკოპულია, ამიტომ მას ინახავენ მშრალ ადგილას შუშის ან თუნუქის ქილებში.

ფოთლების და ყლორტების შემცველობა:
ფოთლები და ყლორტები შეიცავენ ტრიტერპენულ საპონინებს, ფლავონოიდებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ლიპიდებს, ორგანულ მჟავებს: ღვინის, ლიმონის და აგრეთვე ფენოკალბონის, როზმარინის მჟავებს.

თირკმლის ჩაი გამოიყენება ძირითადად როგორც შარდმდენი საშუალება თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომელთაც თან სდევს შეშუპება, აზოტის დაგროვება, ალბუმინურია, თირკმლის კენჭოვანი დაავადებები. გამოიყენება აგრეთვე ცისტიტების, ურეთრიტების, დიაბეტის, ქოლეცისტიტის, ნაღვლის კენჭოვანი დაავადების, გულის იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს შეშუპება. შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფასთან ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნება შარდოვანა, შარდმჟავა და ქლორიდები.

თირკმლის ჩაი შეიძლება მიიღონ საგულე გლიკოზიდებთან ერთად ავადმყოფებმა სისხლის მიმოქცევის II და III ხარისხის დეკომპენსაციის, აგრეთვე ჰიპერტონიული დაავადების დროს, რომელიც თირკლის ფუნქციის მოშლითაა გამოწვეული. მას, ვისაც ქრონიკული ქოლეცისტიტი და ნაღვლის კენჭივანი დაავადება აწუხებს, თირკმლის ჩაის მიღებით უძლიერდებათ კუჭის წვენის გამოყოფა და ორგანიზმში მატულობს თავისუფალი მარილმჟავას რაოდენობა.
თირკმლის ჩაი დიდი ხნის განმავლობაში მიიღება თირკმელების ბევრი დაავადების დროს ძალზე ეფექტურია და ამასთან უკუჩვენებები არ აქვს.

ნაყენის მომზადება:
თირკმლის ჩაის ნაყენის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს, სვამენ 1/2 ჭიქას 2 - ჯერ დღეში ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე.