შესანიშნავი სამკურნალო საშუალებები ურეთრიტის სამკურნალოდ.
ურეთრიტი – არის შარდსადენი მილის (ურეთრის) ანთება. ძალიან გავრცელებული უროლოგიური დაავადებაა. თანაბრად ხშირია ქალებში და მამაკაცებში.
გამოყოფენ ურეთრიტის 2 ჯგუფს: ინფექციური და არაინფექციური. ინფექციური ურეთრიტი ვითარდება სხვადასხვა გამომწვევებით. ურეთრიტი იყოფა სპეციფიურ (გონოკოკი, გარდნერელები) და არასპეციფიურ (სტაფილოკოკები, ნაწლავის ჩხირი, სტრეპტოკოკები) დაავადებად.
ხალხურ მედიცინას ამ შემთხვევაშიც გააჩნია შესანიშნავი სამკურნალო საშუალებები, აი ისინიც:

- 3 ს/კ შავი მოცხარის ნედლ ფოთოლს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. დალიეთ როგორც ჩაი. მოცხარის ნაყენი და ნახარში კარგი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა შარდ - სასქესო სისტემის ყველა დაავადების დროს. მოცხარის პრეპარატებს სუსტი შარდმდენი თვისება გააჩნია.
- 1 ჩ/კ ღიღილოს ხმელ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 2 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე. ღიღილოს ნაყენი კარგი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა შარდგამომყოფი სისტემის დაავადებების დროს.
- 1 ჩ/კ ოხრახუშის დანაყილ ფოთოლს დაასხით 1 ლ ცივი წყალი. გააჩერეთ ღამის განმავლობაში თბილ ადგილას. მიიღეთ 3 ს/კ ნაყენი ყოველ 2 საათში ერთხელ.
- პროპოლისს გააჩნია გამოკვეთილი ანტიბაქტერიული, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და გამწოვი თვისებები. სამკურნალოდ იყენებენ პროპოლისის ექსტრაქტებს სუპოზიტორიუმებს, რომლებიც აორთქლების გზით მიიღება - 40 გრ, პროპოლისი 200 მლ 96 % - იან სპირტზე. სუპოზიტორიუმი შეიცავს პროპოლისის ექსტრაქტს - 0,1 გრ, კაკაოს ზეთს - 2 გრ. ამ ნარევისგან მზადდება სანთლები. მკურნალობა შედგება ორი - სამი 30 - დღიანი კურსისგან, კურსებს შორის შესვენება ერთ თვეს შეადგენს.
- მოამზადეთ კანაფის რძე: თიხის ჭურჭელში დასრისეთ კანაფის თესლი, დაუმატეთ ცოტ - ცოტა წყალი. გამოიყენეთ გარეგანად ურეთრიტის და შარდსადენის სხვა დაავადებების დროს.