4 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გადაყაროთ საზამთროს ქერქი: სასარგებლო თვისებები

4 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გადაყაროთ საზამთროს ქერქი: სასარგებლო თვისებები
წვნიანი საზამთროს მირთმევის შემდეგ, არ იჩქაროთ მისი ქერქის გადაყრა. საზამთროს მწვანე ნაწილი იმდენად სასარგებლოა, რომ ხალხური მედიცინის მიმდევრები ურჩევენ, გაახმონ და გამოიყენონ მთელი წლის განმავლობაში.

წარმოუდგენელია, მაგრამ საზამთროს ქერქი ეხმარება წონაში დაკლებაშიც კი.



რატომ უნდა შევინახოთ საზამთროს ქერქი

საზამთროს ქერქის სახის ნიღბები ეხმარება ჭკნობისკენ მიდრეკილ კანს - ატენიანებს მას და ამარაგებს ვიტამინებით. დაქუცმაცებული ქერქი მოათავსეთ მარლაში და დაიდეთ კომპრესი სახეზე 20 წუთით. მისი საოცარი შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.



საზამთროს ქერქის ნახარში საჭმლის მონელების მთელ რიგ პრობლემას ხსნის: ეხმარება დისპესიისა და დისბაქტერიოზის დროს. წამლის მოსამზადებლად აიღეთ 100 გრ ზედა მწვანე ქერქი, დაასხით 1 ლიტრი წყალი, მოცარშეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. დააყენეთ 1 საათით, შემდეგ დაწურეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ.



საზამთროს ქერქი გამოიყენება ნაღველკენჭოვანი დაავადების წინააღმდეგ. ამისათვის, მოათავსეთ ქურაში ერთ ფენად, მოაყარეთ შაქრის პუდრა. გამოშვებული წვენი ჩაასხით მუქ ბოთლში, შეინახეთ მაცივარში. ასეთ სიროფს ჩაისთან მიირთმევენ, დაამატეთ 1 ს.კ. ჭიქა ჩაიში. დალიეთ დღეში 2-3-ჯერ.



ზედმეტი წონის წინააღმდეგ, საზამთროს ქერქს ფხვნილის სახით იყენებენ. ამისათვის, მწვანე რბილობს აცილებენ მუქ მწვანე ზედა ფენას, შემდეგ აშრობენ ქურაში 50-70 გრადუსზე ან ღია ცის ქვეშ. შემდეგ ქერქს ყავის საფქვავში ფქვავენ.


2 ს.კ. ფხვნილს დაასხით 500 მლ მდუღარე და დააყენეთ მთელი დღით. დაწურეთ ნაყენი, მიიღეთ დღეში 3-ჯერ, 100 მლ.