საზამთროს სორბე – ყველაზე გემრიელი ცივი დესერტი

საზამთროს სორბე – ყველაზე გემრიელი ცივი დესერტი
fpaparazzi გთავაზობთ საზამთროს უგემრიელეს სორბეს. ისეთი მსუბუქია, რომ დიეტაზე მყოფებიც თამამად მიირთმევენ.
საჭირო მასალა:
საზამთროს რბილობი
მომზადება:
  1. დაჭერით საზამთროს რბილობი პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ ჯამში და შედგით 2 საათით საყინულეში.
  2. გაყინული საზამთროს ნაჭრები დააბლენდერეთ ერთგვაროვანი ფაფის მიღებამდე.
  3. მიღებული მასა მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში და შედგით კვლავ საყინულეში 2 საათით.
  4. სანამ მიირთმევდეთ, რამდენიმე წუთით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, რათა ოდნავ გალღვეს საზამთრო.

გემრიელად მიირთვით!