ვისაც კუჭის შეკრულობა აწუხებს , საზამთროს ქერქის ნაყენი ყველანაირ პრობლემას მოუხსნის.
საზამთრო ძალიან მიყვარს. ზაფხულის დადგომისთანავე მთელი სეზონის განმავლობაში გეახლებით. მისი ქერქისგან მურაბას ვხარშავ, ნაწილს კი ვაშრობ და ზამთრისთვის ვინახავ, საზამთროს დიეტის შემდეგ თავს ყოველთვის მსუბუქად ვგრძნობ. საზამთროს ქერქი კი კოლიტის სამკურნალო უებარი საშუალებაა.
ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ საზამთროს მწვანე ქერქი თეთრ რბილობთან ერთად.
მომზადების და გამოყენების წესი:
დაქუცმაცებულ 100 გრ ქერქს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით 1 საათის განმავლობაში თავდახურული. სვით ნახევარ - ნახევარი ჭიქა - ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 3 - 4 კვირაა.
თუ ქერქს გამოაშრობთ მისი გამოყენება ზამთარშიც შეგიძლიათ, მაგრამ გამხმარი ქერქი ჯერ კარგად უნდა დაანამცეცოთ, ან ყავის საფქვავით დაფქვათ. მიღებული ფხვნილი ნაყენის მოსამზადებლად გამოგადგებათ. გამომშრალი ქერქი უფრო კონცენტრირებულია, ამიტომ 1 ჭიქა მდუღარე წყალზე 1 ს/კ ფხვნილიც საკმარისია, ვისაც კუჭის შეკრულობა აწუხებს, საზამთროს ქერქის ნაყენი ყველანაირ პრობლემას მოუხსნის.
მაგრამ ეცადეთ, გამოაშროთ ისეთი საზამთროს ქერქი, რომელიც პესტიციდებით არ არის გაჯერებული. ასეთი საზამთროს ცნობა საკმაოდ ადვილია - მის წითელ რბილობში მსხვილი თეთრი ძაფები არ მოჩანს.
ექიმის კომენტარი:
საზამთრო მდიდარია ადვილად ასათვისებელი შაქრებით, ძირითადად ფრუქტოზით, B1, B2, PP ვიტამინებით, ასკორბინისა და ფოლიუმის მჟავით, კაროტინით, პექტინური ნივთიერებებით, უჯრედისით.
საზამთროს ნაყოფი გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებითა და თირკმლის პათოლოგიით გამოწვეული შეშუპების დროს. შარდმდენი ეფექტი აქვს საზამთროს ქერქის ნახარშაც. საზამთროს წვენი მხოლოდ ჭარბი სითხისგან კი არ ათავისუფლებს ორგანიზმს, არამედ ადვილად ასათვისებელი შაქრებითაც უზრუნველყოფს მას.