ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროს საზამთროს ქერქის ნახარში, უებარი წამალია!
უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ საზამთრო ორგანიზმს წმენდს, საზამთროს დიეტა კი ძალიან სასარგებლოა თირკმელებისათვის. მე არ მიყვარს საზამთრო და ზაფხულში იშვიათად ვჭამ, მაგრამ ცოტა ხნის წინ ისეთი რამ შევიტყვე მის შესახებ, რომ სრულიად შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ამ ბაღჩეულის მიმართ: უკვე რამდენი წელია, მაწუხებს ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, დამიდგინეს სანაღვლე გზების დისკინეზია. ამ დაავადებისას გამუდმებითაა საჭირო კვების რეჟიმის დაცვა. როგორც კი დიეტას დავარღვევდი, მაშინვე მეწყებოდა აუტანელი ტკივილი. ერთმა ნაცნობმა მასწავლა, - ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებებს საზამთროს ქერქის ნახარში შველისო.
საზამთროს ქერქი, თეთრი ფერის რბილობიანად, კარგად გარეცხეთ, გამოაშრეთ აირღუმელში ან თბილ ადგილას, დააქუცმაცეთ. 2 ს/კ - ს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, თავდახურული დადგით ერთი საათი, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა სამჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
გამომშრალი საზამთროს ქერქი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში ქაღალდის პაკეტით. მის ნაყენი რეცხავს სანაღვლე გზებს და აქრობს ანთებას. მკურნალობის კურსი ორი - სამი კვირაა. მერე დაისვენებ რამდენიმე თვე. ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულზე თითო კურსი უნდა ჩატარდეს. ნაყენის მიღებას ვიწყებ მაშინ, როგორც კი ფერდქვეშ ტკივილს ვიგრძნობ.
ექიმის კომენტარი:
საზამთრო შეიცავს ფუქტოზას, B1, B2, PP, C ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, პექტინურ ნივთიერებებს, უჯრედისს. საზამთროს აქვს შარდმდენი მოქმედება და ეფექტიანია გულსისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებებით გამოწვეული შეშუპებისას. საზამთროში შემავალი უჯრედისი აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აჩქარებს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოყოფას. გარდა ამისა, საზამთრო ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, აგრეთვე, შაქრიანი დიაბეტისა და ანემიის დროს.