ყველაზე საიმედო რეცეპტები საშვილოსნოდან სისხლდენის სამკურნალოდ
საშვილოსნოდან სისხლდენა - არის სისხლდენა, რომელიც გამოწვეულია სასქესო ჰორმონების სეკრეციის დარღვევით, სიმსივნური პროცესებით, სასქესო ორგანოთა ანთებითი პროცესებით, სისხლის დაავადებებით, ორსულობის შეწყვეტით ( მუცლის მოშლა ). საშვილოსნოდან სისხლდენა ითვლება პათოლოგიად, თუ ის გამოვლინდება ნორმალური მენსტრუაციისგან დამოუკიდებელ დროს და აჭარბებს სისხლის დანაკარგის ნორმას. სისხლდენა შეიძლება იყოს უხვი ან მწირი. სისხლდენა შეიძლება გამოვლინდეს როგორც სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ასევე ზრდასრულ ასაკში და მენოპაუზის დროს. შვილოსნობის ასაკის ქალებში და მენოპაუზის დროს. შვილოსნობის ასაკის ქალებში სისხლდენა, როგორც წესი, ვითარდება სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესის ფონზე. არაფუნქციური საშვილოსნოს სისხლდენის მაპროვიცირებელ ფაქტორებს ხშირად მიეკუთვნება: არასრულფასოვანი მატერიალურ - საყოფაცხოვრებო პირობები, კლიმატის შეცვლა, უარყოფითი ემოცია, ქრონიკული ინფექცია და ინტოქსიკაცია, პროფესიული დაავადებები, ავიტამინოზი, გადაღლა და ა.შ.
ხალხური რეცეპტები საშვილოსნოდან სისხლდენის დროს:
ხალხური რეცეპტები საშვილოსნოდან სისხლდენის დროს:
- 1 ს/კ ჭინჭრის მშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წთ, დაბალ ცეცხლზე, გააცივეთ გაწურეთ, დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი. მიიღება 1 ჩ/კ 4 - 5 - ჯერ დღეში.
- უხვი სისხლდენის და მტკივნეული მენსტრუაციის დროს 2 ჭ მდუღარე წყალში ჩაყარეთ 1 ჩ/კ მინდვრის შვიტა, დააყენეთ 1 სთ. გაწურეთ. მიიღება 1 ს/კ ყოველ 2 საათში, ტკივილის და სისხლდენის შემცირების შემდეგ 1 ს/კ 3- ჯერ დღეში.
- საშვილოსნოდან, კუჭნაწლავიდან, ჰემოროიდული ვენური სისხლდენის, ჭრილობიდან და სხვა სისხლდენის შემთხვევაში ეფექტურია: კიტრი, მცენარის მიწისზედა ნაწილი, შეგროვილი შემოდგომაზე, ნაყოფის მოლევის შემდეგ. მცენარე გარეცხეთ ცივ წყალში, დაჭერით წვრილად. 50 - 100 გრ ნედლეულს დაასხით 1/2 ლ წყალი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 - 20 წთ, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღება 1/2 ჭ 3 - ჯერ დღეში. სისხლდენა წყდება ნაყენის მიღების პირველივე დღეებში.
- აიღეთ 7 ც ფორთოხალი ქერქიანად დაასხით 2 ლ წყალი, ადუღეთ სანამ სითხის მესამედი დარჩება, დაამატეთ გემოვნებით შაქარი, მიიღება 1 - 2 ს/კ 3 - 4 -ჯერ დღეში.
- მტკივნეული მენსტრუაციის და სისხლდენის დროს: 1 ჩ/კ მამულას დაასხით 1 ჭ მდუღარე, გააგრილეთ. მიიღება 1/3 ჭ 3 - ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ - ით ადრე. მკურნალობა იწყება მენსტრუაციამდე 1 კვირით ადრე და სრულდება დამთავრებიდან 5 დღის შემდეგ.
- საშვილოსნოდან სისხლდენის დროს: 4 ჩ/კ ძახველის დაქუცმაცებულ ძირებს დაასხით 1ჭ წყალი, ადუღეთ 30 წთ. გაწურეთ, შეავსეთ წყლით პირვანდელ მოცულობამდე, დაუმატეთ 1 ჩ/კ მდუღარე წყალი, აადუღეთ, დააყენეთ 20 წთ. გაწურეთ, დაუმატეთ 1 ს/კ თაფლი. მიიღება 1/2 ჭ 4 - ჯერ დღეში.