რატომ უბუჟდებათ ბავშვებს ხელები და რის ნიშანი შეიძლება იყოს ეს?!
პატარა ბავშვებს უჭირთ იმის დაზუსტება, რა აწუხებთ - უბუჟდებათ თითები თუ სტკივათ, მათთვის სულერთია, ერთნაირად აღიქვამენ და ჭირვეულობენ. მაინც რატომ უბუჟდებათ ბავშვებს ხელები და რის ნიშანი შეიძლება იყოს ეს?
თითების დაბუჟება, ტკივილი, მოძრაობის შებოჭვა - ეს რევმატიული ართრიტის ნიშნებია. რა სახის რევმატიული ართრიტი გვხვდება ყველაზე ხშირად ბავშვთა ასაკში?
სახსრების ანთებითი დაავადებები, ართრიტები, თანამედროვე პედიატრიული რევმატოლოგიის ერთ - ერთი აქტუალური პრობლემაა. რევმატიულ დაავადებათა განვითარების ალბათობა დაბადებიდანვე არსებობს, თუმცა ართრიტით მიმდინარე დაავადებათა ჩამოყალიბების საფრთხე ბავშვის ზრდისა და განვითარების პარალელურად იმატებს. ბავშვთა ასაკში ართრიტით მიმდინარე 110 -მდე რევმატიული დაავადება გვხვდება. მათ შორის სიმძიმით გამოირჩევა იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, რომლის დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და არასწორი მკურნალობის შემთხვევაში დაინვალიდების ალბათობა მაღალია. დაავადებულ ბავშვთა ნახევარზე მეტი 10 წლის განმავლობაში მესამ - მეოთხე ჯგუფის ინვალიდად იქცევა და 10 - 15 წლით უმცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობა.
ბავშვთა ასაკში გავრცელებულ ართრიტებს შორის დიდი ადგილი უკავია რეაქციულ ართრიტებს. რეაქციულ ართრიტზე მაშინ საუბრობენ, როდესაც დაავადება უკავშირდება რომელიმე კონკრეტულ ინფექციას ან გამომწვევ აგენტს, მაგალითად:
პროგრნოზისთვის მნიშვნელოვანია, ართრიტის ტიპი დაავადების ადრეულ ეტაპზე იქნეს დადგენილი. სტატისტიკური მონაცემებით, ბავშვთა 10 - 15 % სახსრების მიდამოში ტკივილს უჩივის. მაგრამ მათი მხოლოდ მცირე ნაწილია ავად ჭეშმარიტი რევმატოიდული ართრიტით.
იუვენილური რევმატოიდული ართრიტის ნიშნები
იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტს ვვარაუდობთ, როდესაც:
ხაზგასმით უნდა ავღნიშნოთ, იუვენილური რევმატოიდული ართრიტისთვის დამახასიათებელია:
არსებობს სახსარგარე დაზიანებებიც, რომლებიც თან სდევს სახსრის დაზიანებას. სახსარგარე დაზიანებებს შორის აღსანიშნავია:
რჩევები ართრიტის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს
თუ ბავშვს ართრიტი აღმოაჩნდა, პანიკას ნუ აჰყვებით. დროული და ადეკვატური მკურნალობა, მართებული რეაბილიტაცია, მუდმივი ყურადღება და თბილი გარემო, მჭიდრო კავშირი ექიმსა და პაციენტს თუ მის მშობლებს შორის თავიდან აგვაცილებს ყველა შესაძლო გართულებას, რაც დაავადების პროგრესირების შემთხვევაშიც კი ბავშვის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ადაპტაციამდე მიგვიყვანს.

- სტრეპტოკოკულ ინფექციას ( კლინიკურად ვლინდება ხშირი ანგინით; შესაბამისად, აუცილებელია ჩირქოვანი ტონზილიტით ხშირად მოავადე ბავშვების სწორი ადეკვატური მკურნალობა);
- ნაწლავურ ინფექციებს - იერსინიოზს, სალმონელოზს, დიზენტერიას, წითურას, ყბაყურას, პარკოვირუსს.
პროგრნოზისთვის მნიშვნელოვანია, ართრიტის ტიპი დაავადების ადრეულ ეტაპზე იქნეს დადგენილი. სტატისტიკური მონაცემებით, ბავშვთა 10 - 15 % სახსრების მიდამოში ტკივილს უჩივის. მაგრამ მათი მხოლოდ მცირე ნაწილია ავად ჭეშმარიტი რევმატოიდული ართრიტით.
იუვენილური რევმატოიდული ართრიტის ნიშნები
იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტს ვვარაუდობთ, როდესაც:
- ართრიტი 3 -6 კვირაზე მეტხანს გასტანს. ეს აუცილებელი ნიშანია!
- წვრილი ( ხელისა და ფეხის თითების) სახსრები სიმეტრიულად ზიანდება.
- დილით, გაღვიძებისას, ან სახსრების ხანგრძლივი უძრაობის შემდეგ სახსრებში შებოჭილობა, დაბუჟება და ტკივილი აღინიშნება.
- თავს იჩენს მხედველობის პრობლემები.
ხაზგასმით უნდა ავღნიშნოთ, იუვენილური რევმატოიდული ართრიტისთვის დამახასიათებელია:
- ფიზიკური განვითარების შეფერხება;
- ზრდაში ჩამორჩენა;
- ჩონჩხის ცალკეული ძვლების ზრდის დეფორმაცია, მაგალითად, თითის ფალანგების დამოკლება ან დაგრძელება.
არსებობს სახსარგარე დაზიანებებიც, რომლებიც თან სდევს სახსრის დაზიანებას. სახსარგარე დაზიანებებს შორის აღსანიშნავია:
- თვალის დაზიანება - უვეიტი;
- ექსუდაციური პერიკარდიტი - გულის გარეთა გარსის ანთება;
- გენერალიზებული ლიმფადენოპათია - ლიმფური ჯირკვლების გადიდება;
- ღვიძლის, იშვიათად ელენთის გადიდება.