საშუალებები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება კანის ქავილის სამკურნალოდ. ისინი ნამდვილად მოგგვრით შვებას!
კანის დაავადებების დიდ ნაწილს თან სდევს ქავილი. აღნიშნული სიმპტომი დამახასიათებელია კანის ისეთი პათოლოგიებისთვის, როგორიც არის:
ქავილის შესამცირებლად გამოიყენეთ ხალხური საშუალებები. ქავილის გამომწვევ მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს.
- ალერგოდერმატოზები (ტოქსიდერმია, ეგზემა, ატოპიური დერმატიტს, ჭინჭრის ციება და სხვა);
- ნეიროდერმატოზები;
- მიკოზები (სოკოვანი დაავადებები);
- პარაზიტებით გამოწვეული კანის დაავადებები (მუნი, დემოდეკოზი და სხვა).
ქავილის შესამცირებლად გამოიყენეთ ხალხური საშუალებები. ქავილის გამომწვევ მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს.
- ქავილის შესამცირებლად ჩინური მედიცინა ფართოდ იყენებს ხახვს. გაწურეთ ერთი ხახვის წვენი და წაისვით ქავილის ადგილებზე. ამ პროცედურის შემდეგ მნიშვნელოვან შვებას იგრძნობთ.
- ნაფხანი ადგილების შესახორცებლად და ქავილის შესამცირებლად გამოიყენეთ ოფის კვირტის მალამო. 3 ჩ/ჭ ხმელ და დარესილ კვირტს დაასხით 1 ლ სიმინდის, ან ზეითუნის ზეთი, მიიყვანეთ ადუღებამდე და მაშინვე გადადგით. წაისვით მალამო ძილის წინ, ერთი კვირის განმავლობაში.
- აიღეთ კატაბალახას ფესურა - 1 წილი, ჭინჭრის ბალახი - 1 წილი, კულმუხოს ფოთოლი - 1 წილი, ოროვანდის ფესვი - 1 წილი, სამფერა იის ბალახი და ყვავილი - 1 წილი, ძირტკბილას ფესვი - 1 წილი, ბებრისკონკას ფოთოლი და ყვავილი - 1 წილი, ყანის ვირკას ყვავილი - 1 წილი. ყველა კომპონენტი კარგად აურიეთ. 2 ს/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ. მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ 5 წთ. დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გააჩერეთ ღამის განმავლობაში, მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 1 - 2 - ჯერ დღეში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
- კანის ქავილის დროს ერთ - ერთი საუკეთესო საშუალებაა მცენარეული აბაზანების მიღება. 3 - 4 ს/კ ღვიის თხევადი ექსტრაქტი დაუმატეთ აბაზანის წყალს.
- კანის ქავილის გაგიქრობთ, ან შეგიმცირებთ, იორდასალამის ფესვი. მიიღეთ მარცვლისხელა ფესვის ნაჭერი 3 - ჯერ დღეში. არანაკლებ სარგებლობას მოგიტანთ ნახარში: 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 400 მლ წყალი, ხარშეთ 5 წთ. გაწურეთ. მიიღეთ 50 - 100 მლ 3 - ჯერ დღეში.
- გარეგანი გამოყენებისთვის იყენებენ კატაბალახას ფესვის მალამოს: 50 გრ დაქუცმაცებულ ფესვს და ფესურას დაასხით 150 მლ წყალი და ხარშეთ მანამ, სანამ მისი რაოდენობა არ განახევრდება. მალამოს მისაღებად ამ ნახარშს შეურიეთ უმარილო ნაღების კარაქი, ან ღორის მუცლის ქონი.
- კარგი ეფექტი აქვს აბაზანებს ფიჭვის წიწვის, ტოტის, ან გირჩის, კაკლის ფოთლის, გვირილას ყვავილის დამატებით.
- 2 ჩ/კ კულმუხოს დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 2 ჩ/ჭ ცივი წყალი და გააჩერეთ 7 - 8 საათის განმავლობაში. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში.
- ტკივილგამაყუჩებელი და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს პიტნის სპირტზე ნაყენს ( წაისვით კანზე ) 1 ს/კ მცენარეს დაასხით 300 მლ სპირტი და გააჩერეთ 2 კვირის განმავლობაში.
- 1 ჩ/კ დედოფლისთითას ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ 3 -4 - ჯერ დღეში, ჭამამდე. დაიდეთ ნედლი ბალახის ცხელი საფენები და კომპრესები.
- 5 ჩ/კ ბებრისკონკას დაასხით 600 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში.
- მიიღეთ კამის ფხვნილის სახით დაქუცმაცებული თესლი 3 - 4 - ჯერ დღეში.
- აიღეთ აბზინდა - 100 გრ, ვირისტერფა - 100 გრ, ძირმწარა - 100 გრ. ყველა კომპონენტი დააქუცმაცეთ და შეურიეთ.2 ს/კ ნარევს დაასხით 500 მლ წყალი, ხარშეთ 30 წთ. მიღებული ნახარშით მოიბანეთ სხეულის ის ნაწილები, რომლებიც გექავებათ.