როგორ განვსაზღვროთ დროულად, რომელი ვიტამინები აკლია ორგანიზმს
ვიტამინების ნაკლებობამ შეიძლება სერიოზულად დაარღვიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორ განვსაზღვროთ დროულად, რომელი ვიტამინები აკლია ორგანიზმს.
- თუ მცირე დაჟეჟილობის შემდეგაც კი წარმოიშობა და დიდხანს არ გაივლის ჰემატომა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვენი ორგანიზმი არ იღებს საკმარისი რაოდენობით ვიტამინ C და ვიტამინ P - ს. ამ შემთხვევაში აუცილებელია მეტი ციტრუსის, კომბოსტოს, პომიდორის, მწვანე წიწაკის მიღება. საჭიროა წესად მიიღოთ, ჭამის შემდეგ თუნდაც ერთი ფორთოხლის, მანდარინის ან ლიმონის ქერქის ჭამა. დამატებით შეიძლება ქიმიური პრეპარატების მიღება: დილით ან საღამოს 1 გ ვიტამინ C და ერთი ტაბლეტი რუტინი.
- ხშირი თავბრუსხვევები და ხმაური ყურებში შეიძლება წარმოიშვას ვიტ. B3 და E -ს, ასევე ისეთი მინერალური ნივთიერებების უკმარისობის შედეგად, როგორიცაა მაგნიუმი და კალიუმი.
- თვალების ხშირი ანთებები, წვის შეგრძნება თვალებში, ქათმის სიბრმავე, სიბნელეში სწრაფი ადაპტირების უუნარობა, ჯიბლიბოების გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს B12 და A ვიტამინების უკმარისობამ. მათ წყაროს წარმოადგენს თევზი, ღვიძლი, კვერცხის გული, ნაღების კარაქი, მწვანე ფოთლოვანი ან ყვითელი ბოსტნეული, რძე, ყველი, საფუარი. დამატებით ნიშნავენ ვიტამინების პრეპარატებს: B - კომპლექს, ვიტამინ A და C -ს.
- ქერტლის გაჩენა შეიძლება მიუთითებდეს B12, B6, F ვიტამინების და სელენის უკმარისობაზე. ვიტ B12 - ის წყაროს წარმოადგენს მცენარეული ზეთი, მიწის თხილი, ნიგოზი, მზესუმზირა; B6 - ლუდის საფუარი, გაუფცქვნელი მარცვლეული.
- მქრქალი, მტვრევადი, სწრაფად გაჭაღარავებული თმა შეიძლება იყოს ვიტამინ B - კომპლექსის, ვიტამინ F - ის და იოდის უკმარისობის შედეგი.
- B და F ვიტამინების უკმარისობის დროს რეკომენდაციები იხილეთ ზემოთ, იოდის შევსებისთვის კი გამოიყენეთ იოდირებული მარილი, რომელიც ამჟამად იყიდება მაღაზიებში.
- თმის ცვენა შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანიზმში არა მარტო B - ჯგუფის ვიტამინების, არამედ C, H (ბიოტინის) ვიტამინების დეფიციტით. ვიტ. H - ს შეიცავს ნიგოზი, საქონლის ღვიძლი, თირკმელი, დაუმუშვებელი ბრინჯი, ლუდის საფუარი. ფოლიუმის მჟავის მარაგის შევსება შეიძლება მწვანე ბოსტნეულის, ხილის, მშრალი საკვები საფუარის, ღვიძლის მეშვეობით.
- უძილობა შეიძლება წარმოიშვას B - ჯგუფის ვიტამინების, ვიტ. H - ის, კალციუმის, კალიუმის ორგანიზმში არასაკმარისი მოხვედრის შემთხვევაში.
- კუნთების სისუსტე, წვივების ტკივილი, ღამის კრუნჩხვები წარმოადგენს B1 და B6 ვიტამინების უკმარისობის შედეგს.