ტროფიკული წყლულის სამკურნალო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები
ტროფიკულ წყლულს იწვევს სისხლის მიმოქცევის, ან ქსოვილის ინერვაციის, დარღვევა, ანუ ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან სხეულის ორგანოების და ნაწილების კავშირის დარღვევა.
ხალხურ მედიცინაში არსებობს ტროფიკული წყლულების მკურნალობის რამდენიმე ხერხი:
ხალხურ მედიცინაში არსებობს ტროფიკული წყლულების მკურნალობის რამდენიმე ხერხი:
- კანის ტროფიკას აუმჯობესებს სამფერა იის, გვირილის ნაყენი. უნდა დაიდოთ ნაყენის საფენები. 1 - 1,5 თვიანი მკურნალობის შემდეგ წაისვით პროპოლისის მალამო.
- დაიდეთ ქაცვის ნაყოფის წყალზე ნაყენის. ან ზეთის, სამკურნალო სახვევები.
- მოამზადეთ ბერულას მაგარი ნაყენი. 1 წილ ნაყენს შეურიეთ 4 წილი ნაღების კარაქი და თაფლი ( თანაბარი რაოდენობით ). მალამოს მოსამზადებლად ნახარშის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბალახის ფხვნილი.
- ჭრილობებზე დაიდეთ ნიახურის ნედლი, დაქუცმაცებული ფოთლები, ან გამოიყენეთ ნიახურის მალამო, რომელიც ნიახურის დასრესილი ფოთლებისა და ნაღების კარაქის, ან მზესუმზირის ზეთისგან, შედგება.
- წვივის წყლულის დროს ძალიან ეფექტურია ძილის წინ ასკილის, კრაზანას, ქაცვის ზეთის შეზელვა ( ეს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაცაა და ჭრილობებსაც ახორცებს ). მიიღეთ თავსისხლას ნაყენი: 2 ს/კ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 0,5 ლ ცივი, ანადუღარი, წყალი, გააჩერეთ 8 - 10 სთ და მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა - ერთ თვემდე.
- კომპრესის სახით, მტკივან ადგილებზე, დაიდეთ კომბოსტოს დაქუცმაცებული ფოთლის და კვერცხის ცილის ნარევი.