უმკურნალეთ ტროფიკულ წყლულს ხალხური რეცეპტებით, ეს საშუალებები გამოწოვს მთელ ჩირქს და გაწმენდს ჭრილობას!
ტროფიკულ წყლულს იწვევს სისხლის მიმოქცევის, ან ქსოვილის, ინერვაციის, დარღვევა, ანუ ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან სხეულის ორგანოების და ნაწილების კავშირის დარღვევა. ეს დაავადება ძალიან მტანჯველია, ის სწრაფად არ იკურნება და მედიცინას ჯერ - ჯერობით არ შეუძლია სრულიად განკურნოს ადამიანი ამ დაავადებისგან.
ხალხურ მედიცინაში არსებობს ტროფიკული წყლულების მკურნალობის რამდენიმე ხერხი.
ხალხურ მედიცინაში არსებობს ტროფიკული წყლულების მკურნალობის რამდენიმე ხერხი.
- აიღეთ 5 - 10 გრ მუმიო და კარგად აურიეთ 100 გრ თხელ, ნატურალურ თაფლში. დოლბანდის ტამპონი გაჟღინთეთ ამ ნარევით და დაიდეთ ჭრილობაზე, ან წყლულზე და გადაიხვიეთ. სახვევი გამოცვალეთ დღეში ერთხელ.
- ორფერის ნედლი ბალახი, ან დაქუცმაცებული ფოთოლი, დაიდეთ ჭრილობებზე, ან მოიბანეთ მაგარი ხსნარით - 2 -3 ს/კ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. სახვევი გამოიცვალეთ 2 - ჯერ დღეში.
- არყის ხის წყალი: 1 კგ არყის ხის ნაცარი გაცერით და დაასხით 19 ლ მდუღარე წყალი. შეფუთეთ და გააჩერეთ, სანამ თბილი გახდება. მტკივანი ფეხი ან ხელი, ჩაუშვით ამ ხსნარში 30 წუთით. თუ წყლული ან ჭრილობა, ისეთ ადგილსაა, რომ აბაზანას ვერ გაიკეთებთ, კომპრესები უნდა დაიდოთ. დოლბანდი 6 - 8 - ჯერ დაკეცეთ, დაასველეთ ხსნარში და დაიდეთ კომპრესის სახით მტკივან ადგილზე 2 საათით. გაიმეორეთ 2 - ჯერ დღეში. 2 - 3 კვირის შემდეგ მოგირჩებათ ნებისმიერი შეუხორცებელი ჭრილობა. ეს ტუტე ხსნარი გამოწოვს მთელ ჩირქს და გაწმენდს ჭრილობას. ნაცრის შემდეგ ჭრილობა გამოირეცხეთ გულყვითელას სპირტზე ნაყენით: 40 წვეთი ნაყენი 1 ჩ/ჭ ცივ, ანადუღარ, წყალზე. ამ ხსნარით რეგულარულად გამოირეცხეთ ჭრილობები კომპრესის შემდეგ. შემდეგ მტკივანი ადგილი გადაიხვიეთ და 2 - 3 საათის შუალედით კვლავ დაიდეთ კომპრესი.