კონიუნქტივიტის დროს მოსახმარი უებარი საშუალებები.

კონიუნქტივიტის დროს მოსახმარი უებარი საშუალებები.
კონიუნქტივიტი ალერგიულ-ინფექციური ან ვირუსით გამოწვეული დაავადებაა. მისი გამომწვევი უმეტესად ოქროსფერი სტაფილოკოკია. არსებობს ქლამიდიებითა და გონოკოკებით განპირობებული კონიუკონიუნქტივიტი, რომელიც შესაძლოა მუცლადყოფნის პერიოდის შემდგომი ინფექციების შედეგი იყოს. ხშირია ულტრაიისფერი გამოსხივებით განპირობებული თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებაც.

კონიუნქტივიტის დროს მოსახმარი ეფექტური საშუალებები:
  • თვალებიდან ჩირქდენის დროს დაიდეთ ასკილის კენკრის ნახარშის, ან ნაყენის საფენები. 2 ჩ/კ კენკრას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე 5 წთ. და გააჩერეთ 30 წთ.

  • ქუთუთოების გასქელებისას წაისვით ვარდის ხმელი ფურცლების ნაყენი. ვარდი შველის, ასევე, თვალების ლორწოვანი გარსის ანთებისას ( ამ დროს ვარდის ფურცლების თეთრი ბოლოები უნდა მოაცილოთ ). ნაყენის მოსამზადებლად 1 ს/კ ვარდის ფურცელს დაასხით 1 ჩ/ჭ ცივი, ანადუღარი, წყალი და გააჩერეთ 6 სთ. ან 1 ს/კ ვარდის ფურცელს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში.

  • ძლიერი თვალების ტკივილის დროს რეკომენდებულია შროშანას, ჭინჭრის, პიტნის და ნიახურის ნაყენი ( ყველა კომპონენტი თანაბარი რაოდენობით აიღეთ ). 1 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წთ.

  • თვალების ანთების დროს დაიდეთ ღიღილოს ყვავილის ნაყენი. 1 - 2ჩ/კ ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ და გაწურეთ. სამკურნალო მიზნით გამოიყენეთ ღიღილოს კარგად გაშლილი ყვავილები.

  • თვალების ანთების დროს მოიბანეთ შემდეგი ნარევის ნაყენით: აგავას ერთ ფოთოლს დაასხით 1/2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ. დაუმატეთ 1 დესერტის კოვზი თაფლი და კარგად მოურიეთ.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა