მცენარე, რომელსაც უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია! გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ!
ხალხურ მედიცინაში ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ნაყოფს ნახარშის სახით იყენებდნენ კუჭი დაავადებების დროს, ტოტებისა და ფოთლების ნახარშს - კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ, ხოლო თესლის ნახარშს - როგორც საფაღარათო საშუალებას. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ, დამწვრობის დროს ხალხურ მედიცინაში ხმარობენ სხვადასხვა წესით სახლში გამოხდილ ქაცვის ზეთს.
მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ქაცვის ზეთი, მოწითალო -ნარინჯისფერი ბლანტი სითხე, რომელიც მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ბევრი ავტორის ცნობით ქაცვის ზეთი ხელს უწყობს უჯრედების ეპითელიზაციის პროცესს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რის გამოც მას ხშირად იყენებენ დამწვრობის , ტროფიკული წყლულის , ნაწოლების, დაჩირქებული ჭრილობების სამკურნალოდ. ეფექტურია მისი მიღება ეროზიულ - წყლულოვანი პროქტიტების, ანუსის ნახეთქების, კატარალური და ატროფირებული პროქტიტების, ბუასილის, ქრონიკული ენტეროკოლიტის, ქრონიკული ტონზილიტის, პულპიტების და პაროდონტიტების მკურნალობის დროს. გამოიყენება გინეკოლოგიაშიც.

- ქაცვის ზეთს უნიშნავენ ავადმყოფებს დასალევად საყლაპავი მილის დასხივებისას, სიმსივნეთა მკურნალობის დროს ჩატარებული ქიმიოთერაპიის პარალელურად. თითო ს/კ დღეში სამჯერ მთელი კურსის მანძილზე და მისი დამთავრების შემდეგაც 2 - 3 კვირის განმავლობაში.
- ქაცვის ნაყოფის ნახარშს, რომელსაც კუჭის დაავადების დროს სვამენ, ამზადებენ შემდეგნაირად: 3 ს/კ ნაყოფს დაასხით 0,5 ლ ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წთ ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ, დაუმატეთ თაფლი ( ნატურალური ) გემოვნებით და მიიღეთ როგორც ჩაი 2 - 3 ჭიქა დღეში ( უმჯობესია უზმოზე ).
- ტოტების და ფოთლების ნახარშის მოსამზადებლად აიღეთ 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ფოთლები და ტოტები, დაასხით ცივი წყალი 0,5 ლ, ადუღეთ 5 წთ - ის განმავლობაში ნელ ცეცხლზე, გააცივეთ 30 წთ, გაწურეთ და მიიღეთ ერთ ჯერზე. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.
- ნაყოფისა და ფოთლების ნაყენი გამოიყენება როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება, 2 ს/კ ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე , გააჩერეთ 2 - 4 სთ - ით მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. დალიეთ 150 მლ 2 - ჯერ დღეში ჭამის წინ, დილას და საღამოს. ასევე შეიზილეთ თავის კანში საღამოს ყოველდღიურად.
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის დროს სვამენ ქაცვის ზეთს ( 1 ჩ/კ 3 - ჯერ დღეში ჭამის წინ, 3 - 4 კვირის განმავლობაში ). მკურნალობის პირველი 3 -4 დღის მანძილზე ძლიერდება გულძმარვა, მჟავე ბოყინი. ამ მოვლენების თავიდან ასაცილებლად ქაცვის ზეთში, მიღებამდე, გაურიეთ 2 % სოდის ხსნარი 1 /4 ჭიქა, კარგად შეანჯღრიეთ და ისე მიიღეთ. სისტემატური მიღების დროს მცირდება ან სრულიად ქრება ტკივილი, ძმარვა, ბოყინი. კუჭის მჟავიანობაზე ქაცვის ზეთი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს.
ზოგადად ქაცვის მიღბის დროს გვერდითი მოვლენები არ შეინიშნება.