ვაშლის ძმარი - საუკეთესო საშუალება ეგზემის სამკურნალოდ

ვაშლის ძმარი - საუკეთესო საშუალება ეგზემის სამკურნალოდ
ატოპიური დერმატეტი - ეგზემის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელსაც თან ახლავს საშინელი გამონაყარი და ქავილის აუტანელი განცდა. როგორც წესი, გამონაყარი ჩნდება სახის კანზე, მუხლებზე, ხელებზე და ა.შ.

რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი ფარმაცევტული საშუალება, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება, თუმცა, როგორც წესი, ეს საშუალებები მავნე ქიმიური ნივთიერებებითაა გაჟღენთილი და მათთვის გვერდითი მოვლენებია დამახასიათებელი.

დერმატოლოგები ეგზემის განსაკურნებლად და მისი საშინელი სიმპტომების შესამსუბუქებლად გვირჩევენ ნატურალური ვაშლის ძმრის გამოყენებას. ეს საშუალება ძალზედ ეფექტურია ეგზემის წინააღმდეგ საბრძოლელად, თანაც მისთვის გვერდითი მოვლენები არ არის დამახასიათებელი.

ვაშლის ძმრის სხვა ძლიერ ინგრედიენტებთან კომბინაციით ჩვენ ვიღებთ უნიკალურ საშუალებას, რომელიც საკუთარი ეფექტურობით არ ჩამოუვარდება ძვირადღირებულ კრემებსა და სხვა პრეპარატებს.

რატომაა ვაშლის ძმარი სასარგებლო ჩვენი კანისთვის?
  • ფლობს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ თვისებებს.
  • არის ანთების საწინააღმდეგო ძლიერი საშუალება.
  • გვიხსნის ქავილის აუტანელ განცდას.
  • ახშობს ანთებით პროცესს.
  • აღადგენს კანის დაზიანებულ უჯრედებს, რაც მასში შემავალი ბეტა-კაროტინითაა განპირობებული.

დავამარცხოთ ეგზემა სახლის პირობებში

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა ნატურალური ვაშლის ძმარი
  • 2 ჭიქა გამოხდილი წყალი

გამოყენება:

მოამზადეთ ვაშლის ძმრისა და გამოხდილი წყლის ხსნარი და ჩაალბეთ მასში ბამბის დისკი. დაიმუშავეთ მისი გამოყენებით კანის დაზიანებული ზედაპირი. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.

ამ საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდირებული ზედმეტად მგრძნობარე კანის მქონე ადამიანებისთვის.