12 ნატურალური საშუალება ეგზემის სამკურნალოდ, რომელთა მომზადებას სახლშიც შეძლებთ.

12 ნატურალური საშუალება ეგზემის სამკურნალოდ, რომელთა მომზადებას სახლშიც შეძლებთ.
ეგზემა - ეს არის დაავადება, რომელიც კანზე ანთებითი პროცესებისა და გაღიზიანების გამოწვევას ახდენს. ადამიანის კანი, რომელიც ამ დაავადებით იტანჯება, შრება, იწვევს ქავილს, წითლდება და სკდება. ეგზემის ყველაზე გავრცელებული სახეობა დიფუზური ან ატოპიური დერმატიტია. პაციენტების დაახლოებით 90%-ი 5 წლამდე ასაკის ბავშვებია. ბავშვებს გამონაყარი უჩნდებათ სახეზე, ხელებზე, ფეხებზე და თავის კანზე. მოზრდილებს მუხლებს ქვევით, იდაყვებზე, კისერზე, ხელებზე და ფეხებზე. თუმცა ამ დაავადების კონტროლი შესაბამისი მკურნალობით არის შესაძლებელი.


ძირითადი სიმფტომები
  • ბავშვებისთვის და უფროსებისთვის დამახასიათებელი საერთო სიმფტომები:
  • კანის გაწითლება და ანთება
  • კანზე ლაქების გაჩენა, რომელიც ქავილს იწვევს
  • კანის ფერის შეცვლა
  • მცირე ბუშტუკების წარმოქმნა (რომლებიც როგორც წესია სკდებიან)


დაავადების წარმოქმნის მიზეზები
ეგზემის წარმოქმნის რეალური მიზეზები დღემდე უცნობია. ეს დაავადება წამოიქმნება ალერგიის ან ასთმის პარალელურად. ეგზემის სიმფტომები შესაძლოა გაუარესდეს, რაც შესაძლოა გარკვეული ფაქტორებით იყოს გამოწვეული. ზოგიერთ მათგანს წარმოადგენს:
  • ისეთი ალერგენები როგორიცაა ცხოველის ბეწვი ან ქერტლი, კოსმეტიკური საშუალებები, ასევე ისეთი საკვები საშუალებები როგორიცაა ხორბალი, კვერცხი, რძის პროდუქტები და თხილეული.
  • კანის გამღიზიანებლები: პარფიუმერია, ქიმიური,სპირტის შემცველი კოსმეტიკური საშუალებები, უხეში საპონი, სინთეთიკური ან ბეწვიანი ტანსაცმელი.
  • სტრესი
  • ზედმეტად ცხელი ან ცივი კლიმატი
  • ცხელი აბაზანა

ეგზემის მკურნალობის დანიშვნა მიზანშეწონილია, სიმფტმების სირთულიდან გამომდინარე
უმნიშვნელო სიმფტომები შესაძლოა განიკურნოს, სახლში მომზადებული გარკვეული რეცეპტებით ან ადგილობრივი მოქმედების კრემებით.

ეგზემის საწინააღმდეგო ნატურალური საშუალებები:
არსებობს რამოდენიმე სახის ნატურალური საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ კანის გაღიზიანებასთან საბრძოლველად, ასევე ეგზემით გამოწვეული სხვა პრობლემების მოსაგვარებლად.

1. ალოეს წვენი
ალოე ვერა უხსოვარიი დროიდან დამწვრობების, ჭრილობების და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ის ფლობს დამაწყნარებელ და შემახორცებელ ეფექტს და დაგეხმარებათ ეგზემის შედეგების მოშორებაში. ალოე ვერას წასმა დაზიანებულ ადგილას ქავილის შეამცირებს და ასევე დაატენიანებს გამომშრალ კანს.
გამოყენების წესი:
  • უმჯობესია გამოიყენოთ ალოე ვერას ახალგამოწურული წვენი, რომელსაც ამ მცენარის ტოტისგან მიიღებთ.
  • გაჭერით ალოეს ტოტი შუაზე და გამოწურეთ გელისმაგვარი გამჭვირვალე ნივთიერება.
  • დაიტანეთ გელი დაზიანებულ არეზე და გაიჩერეთ რამოდენიმე წუთით.
  • კანზე ალოეს წვენის რეგულარული გამოყენება გამოიწვევს დამამშვიდებელ ეფექტს, ის ასევე შეამცირებს სიწითლესაც.


2. ქოქოსის ზეთი
თუკი თქვენ ნამდვილად გსურთ თქვენი კანის განკურნება და ქავილის შეგრძნების მოშორება, თქვენ დაგჭირდებათ ცივათ გამოწურული მაღალხარისხიანი ორგანული ქოქოსის ზეთი.
ეს ზეთი წარმოადგენს უფრო ეფექტურ საშუალებას, ვიდრე ძვირადღირებული კრემები და ლოსიონები ეგზემის სამკურნალოდ. სწორედ ცივად გამოწურული ქოქოსის ზეთის გამოყენების ძირითადი მიზეი ისაა, რომ ცივად გამოწურვის დროს ყველა ვიტამინი, მინერალი და ფერმენტი ინარჩუნებს თავის თვისებებს.


გამოყენების წესი:
  • აიღეთ საკმარისი რაოდენობის ქოქოსის ზეთი და თანაბრად წაისვით კანის დაზიანებულ არეზე.
  • გაიჩერეთ ის 10-15 წუთის განმავლობაში იმისათვის, რომ კანმა ზეთის შეთვისება მოახერხოს.
  • ცივად გამოწურული ქოქოსის ზეთის კონსისტენცია მყარია. თუმცა კანზე დატანისას, ის მარტივად გადნება.
  • შეასრულეთ ეს პროცედურა 2-3 ჯერ დღეში მანამ, სანამ ქავილის შემცირების ეფექტს არ მიიღებთ.


3. გამოიყენეთ მხოლოდ თბილი აბაზანები
თუკი თქვენ კანის გაღიზიანება ან ეგზემა გაწუხებთ, დაივიწყეთ ცივი აბაზანები. ცივი აბაზანა სწრაფად გამოაშრობს თქვენს კანს. ასევე მიზანშეწონილია დაამატოთ დამამშვიდებელი საშუალებები თბილ აბაზანაში, წვისა და ტკივილის შეგრძნების შესამცრებლად.

დანამატები:
  • თქვენ შეგიძლიათ აბაზანაში დაამატოთ ერთი სუფრის კოვზი სოდა. ის ამცირებს კანის ქავილს
  • შვრია სუფთა სახით ან დაფქულ მდგომარეობაში ასევე შეგიძლიათ დაამატოთ თბილ აბაზანაში. ის გამოიწვევს დამამშვიდებელ ეფექტს გამომშრალ კანზე.



4. თხევადი, ვიტამინი Е
თხევადი Е ვიტამინი ეგზემის მკურნალობაში ეფექტურობით გამოირჩევა. მისი გამოყენება მნიშვნელოვანია რადგან ის შეიცავს ნატურალურ ტოკოფეროლებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კაფსულები, მათგან ზეთის გამოწურვით.


გამოყენების წესი:
  • E ვიტამინის საკმარისი რაოდენობა წაისვით კანის დაზიანებულ ადგილას და გაიჩერეთ 15 წუთი.
  • ეს ზეთი შეამცირებს არა მხოლოდ ქავილის შეგრძნებას, არამედ ეგზემის სხვა სიმფტომებსაც.
  • თვალსაჩინო შედეგების მისაღებად გამოიყენეთ ეს ზეთი დღეში სამჯერ.


5. თაფლი
თაფლი ბუნებრივ ინგრედიენტს წარმოადგენს, რომელიც კანის მრავალი დაავადებების სამკურნალოდ ინდოეთში ფართოდ გამოიყენება. ის ძალიან ეფექტურია კანის ეგზემური გაღიზიანების შესამცირებლად.

გამოყენების წესი:
  • თუკი თქვენ გსურთ მოიშოროთ ეგზემა რაც შეიძლება მალე, თქვენთვის მნიშვნელოვანია შეიძინოთ სუფთა ორგანული თაფლი.
  • თავდაპირველად გულდასმით დაიბანეთ დაზიანებული არეები.
  • დაიტანეთ თაფლი პირდაპირ კანის დაზიანებულ არეზე. გაიჩერეთ 10 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  • სწრაფი ეფექტის მისაღებად და ქავილის მოსაშორებლად გაიმეორეთ პროცედურა 3-4 ჯერ.


6. ეპსომის მარილის აბაზანები
თქვენთვის იდეალური იქნება სადეტოქსიკაციო აბაზანების გამოყენება, რომელიც სხვადასხვა მარილებს შეიცავენ.ეს კანის გაღიზიანების და სიმშრალის შემცირებაში დაგეხმარებათ. ეს საშუალება არა მხოლოდ დაამშვიდებს კანს არამედ განკურნავს კიდეც მას.
გამოყენების წესი:
  • გამოიყენეთ ორი ცაის კოვზი ეპსომის ან მაგნიუმის მარილი ერთ ვედრო თბილ წყალთან. შემდეგ დაუმატეთ 1 ჩ/კ ზღვის მარილი და რამოდენიმე წვეთი ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი. გულდასმით გადაურიეთ.
  • გაღიზიანების შესამცირებლად და კანის განსაკურნად, ამ ნაზავის გამოყენებით მიიღეთ აბაზანები ყოველდღე.


7. ზეითუნის ზეთი
სუფთა ორგანულ ზეითუნის ზეთს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები და ის ამცირებს კანის სიწითლეს.
გამოყენების წესი:
  • ზეითუნის ზეთის საკმარისი რაოდენობა წაისვით კანის დაზიანებულ არეზე. გაიჩერეთ 3-4 წუთის განმავლობაში.
  • მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ ზეთი კანში
  • შემდეგ აიღეთ თბილი პირსახოცი, დაიდეთ დაზიანებულ არეზე და გაიჩერეთ მანამ, სანამ ნაჭერი არ გაცივდება.
  • ზეთის ნარჩენები შეგიძლიათ ჩამოიბანოთ წყლით (ოთახის ტემპერატურის) და ნაჭრით.
  • ქავილის შეგრძნების სწრაფი მოშორებისათვის, ჩაიტარეთ მზგავსი პროცედურა ყოველდღიურად ერთი კვირის განმავლობაში.


8. ორგანული კიტრი
კიტრი - ბუნებრივი ინგრედიენტია, რომელიც ამშვიდებს და გამოაჯანმრთელებს თქვენს კანს. კიტრის წვენი დამამშვიდებელ ეფექტს ფლობს და აცხრობს კანის გაღიზიანებას. დარწმუნდით იმაში, რომ გამოიყენებთ ორგანული წარმომავლობის კიტრს.
გამოყენების წესი:
  • დაჭერით კიტრი წვრილ რგოლებად და დაილაგეთ დაზიანებულ არეზე.
  • გაიჩერეთ 1-2 საათით, კანის დასამშვიდებლად გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღე.
  • თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კიტრის წვენი, წაისვით ის დაზიანებულ კანზე მარლის ან ბამბის ქსოვილის გამოყენებით.



9. გვირილა
გვირილა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა ეგზემის სამკურნალოდ. ის ამცირებს კანზე მიმდინარე ანთებით პროცეს, გაღიზიანებას და ქავილს.
გამოყენების წესი:
  • ყოველ დღე დაუმატეთ რამოდენიმე წვეთი სუფთა გვირილის ზეთი აბაზანაში, კანის გაღიზიანებისა და ქავილის შეგრძნების შესამცირებლად.
  • თქვენ ასევე შეგიძლიათ გვირილის ზეთი მსუბუქი მოძრაობებით შეიზილოთ დაზიანებულ არეში ყოველდღიურად.
  • გვირილის ნახარშის მომზადება: დაასხით ადუღებული წყალი გვირილების გამომშრალ ყვავილებს. აცადეთ დაყენება 10 წუთი.
  • შემდეგ დაალბეთ ბამბის დისკი ნახარშში, დაიტანეთ ის დაზიანებულ კანზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი. გაიმეორეთ ეს პროცედურა რეგულარულად 3-4 ჯერ დღეში, კვირის განმავლობაში. ის აღკვეთს კანის შემდგომ გაღიზიანებასა და გართულებას.



10.ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი არის ინგრედიენტი, რომელსაც ახასიათებს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ის შეამცირებს ქავილსა და გაღიზიანებას.
გამოყენების წესი:
  • შეურიეთ ვაშლის ძმარი და წყალი თანაბარი რაოდენობით და წაისვით კანზე.
  • გაიჩერეთ ეს ნაავი 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. თვალსაჩინო შედეგების მისაღებად გაიმეორეთ ეს პროცედურად 2-3 ჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში.


11. მელია (მცენარე) და კურკუმა
მელიას ფოთლები და კურკუმა წარმოადგენს კანის გაღიზიანების, ანთების და სიწითლის ძალიან ეფექტურ სამკურნალო საშუალებას. ის საუკეთესო საშუალებაა ეგზემის სამკურნალოდ რომლის მომზადებასაც სახლში შეძლებთ. კურკუმას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები, რაც საშუალებას იძლევა დაამშვიდოთ კანი და შეამციროთ ანთება.
გამოყენების წესი:
  • დაამტვრიეთ მელიას ფოთლები და გამოწურეთ წვენი. შემდეგ ეს წვენი შეურიეთ ერთ ჩაის კოვზ კურკუმას ორგანულ ფხვნილს.
  • დაუმატეთ ჩაის კოვზი ზეითუნის ან კოქოსის ზეთი.
  • წაისვით დაზიანებულ კანზე და გაიჩერეთ 30-45 წუთის განმავლობაში.
  • შემდეგ დაიბანეთ თბილი წლით. ქავილის საბოლოოდ მოსაშორებლად გაიმეორეთ ეს პროცედურა ორჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში.


12. თევზის ქონი
თევზის ქონის დანამატებს შეიცავენ ომეგა3 ის მჭავები, რომლებიც ეგზემის მკურნალობისას ეფექტურ ზემოქმედებას ახდენენ. ის დაგეხმარებათ როგორც ანთების განკურნებაში, ასევე კანის გაღიზიანების ჩაცხრობაში.

გამოყენების წესი:
  • ეგზემით გამოწვეული პრობლემების მოსაშორებლად, მიიღეთ სადილისა და სამხარის შემდეგ 1-2 დანამატი ყოველდღიურად.
  • უფრო სწრაფი შედეგების მისაღებად, ჩართეთ თქვენს რაციონში ორაგული, თინუსი, სკუმბრია,ანჩოუსი და ა.შ.