რა იწვევს ხორხის შეშუპებას და როგორია მისი მკურნალობის მეთოდი?!
ხორხის შეშუპება შეიძლება სხვადასხვა ანთებითი და არაანთებითი დაავადების დროს აღმოცენდეს. ანთებითი შეშუპება ხშირია ხორხის, ხახისა და ორგანოების სხვადასხვა დაავადების დროს. ხორხი შეიძლება შეშუპდეს მწვავე და ქრონიკული ინფექციების (კრუპის, გრიპის, ქუნთრუშის, ტუბერკულოზის) შემთხვევაშიც ხორხში ანთებითი პროცესის გაჩენის გამო.
არაანთებითი შეშუპება არცთუ იშვიათია ალერგიის, ყელის ტრავმის, მჟავათი ან ტუტე ხსნარით ხორხის დამწვრობის და ტრაქეობრონქოსკოპიის შემდეგ. ზოგჯერ ხორხის შეშუპება მოსდევს ყელის ორგანოების რენტგენოგრაფიასა და რადიოთერაპიას.
ხორხის არაანთებითი შუშუპება აღმოცენდება გულის უკმარისობის, ღვიძლისა და თირკმელების ზოგიერთი დაავადების დროსაც.
სიმპტომები:
ხორხის შეშუპების სიმპტომები და მიმდინარეობა შეშუპების ხარისხსა და ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. ის ზოგჯერ მხოლოდ დისკომფორტით და ყლაპვის დროს ზომიერი ტკივილით გამოვლინდება, ზოგჯერ კი ძალზე ძლიერია და სუნთქვის მკვეთრი შეზღუდვაც კი შეიძლება გამოიწვიოს. ამასთანავე, არცთუ იშვიათად აღმოცენდება ხორხის სანათურის სტენოზი. ლარინგოსკოპიით ჩანს შეშუპებისთვის დამახასიათებელი სურათი.
მკურნალობა:
ავადმყოფის ჰოსპიტალიზება აუცილებელია, ვინაიდან მცირე შეშუპების შემთხვევაშიც კი შეიძლება პროცესი სწრაფად განვითარდეს და ჩამოყალიბდეს ხორხის სტენოზი.
მიზეზი, შეძლებისდაგვარად, უნდა აღმოვფხვრათ. ავადმყოფს გადააყლაპებენ ყინულის პატარა ნატეხს, ყელზე ადებენ ყინულის ბუშტს, უნიშნავენ მდოგვის საფენებს, ფეხის თბილ აბაზანებს, ჟანგბადით სუნთქვას, აეროზულ ანტიბიოტიკებს, სულფანილამიდებს, დეჰიდრატაციულ თერაპიას. ნაჩვენებია ნოვოკაინით ცხვირშიდა ბლოკადა, შარდმდენი, ანტიჰისტამინური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდებით ინჰალაცია. მძიმე შემთხვევაში ინიშნება ჰიდროკორტიზანის ან პრედნიზოლონის ინექცია. უეფექტო მედიკამენტური მკურნალობის შემთხვევაში და ხორხის სტენოზის გაღრმავებისას ნაჩვენებია ტრაქეოსტომია ან გახანგრძლივებული ინტუბაცია (მილის ჩადება).