როგორ უნდა მოიქცეთ თუ ბავშვს აქვს ხორხის ლორწოვანი გარსის ანთება და ლარინგიტი.
ხორხის ლორწოვანი გარსის ანთებისას და ლარინგიტის დროს ბავშვებს ახასიათებთ ხრიწიანი ჩხავილი, ხოლ ხველა - ჩახლეჩილი ხმით მყეფარე. როგორც კი შენიშნავთ ამ მოვლენებს, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ "სასწრაფო დახმარება".
- ლარინგიტის შემთხვევაში ყველაზე აუცილებელია ჰაერის სინოტივის გაზრდა ავადმყოფის ოთახში, სადაც უნდა ჩამოკიდოთ სველი პირსახოცები, იატაკზე დადგათ წყლიანი ქვაბი და ადუღოთ ელექტროგამაცხელებლით. კარგად მოქმედებს წყლის თბილი ორთქლის შესუნთქვა.
აიყვანეთ ბავშვი ხელში, შედით სააბაზანოში და მოუშვით ცხელი წყლის ონკანი. მალე სააბაზანო აივსება ნოტიო თბილი ორთქლით. ბავშვი როგორც კი შეისუნთქავს ამ ორთქლს, თავს უკეთ იგრძნობს. - გარდა ამისა, შეგიძლიათ ბავშვს მისცეთ თბილი თუთქიანი (ტუტე ) სასმელი (რძე, ბორჯომი, გვირილის ჩაი ).
- შეგიძლიათ გაკეთოთ მდოგვის საფენები მკერდის უჯრედებზე. როდესაც ხორხის ლორწოვანი გარსის ანთებისაგან გამოწვეული შეტევა ბავშვს გაუვლის და მშვიდად დაეძინება, არ დატოვოთ იგი მარტო ოთახში; შეტევა შესაძლოა ისევ გაუმეორდეს.