მიიღეთ ეს 3 პროდუქტი დაბალი არტერიული წნევის დროს. უკეთესობას უმალვე იგრძნობთ!
არტერიული ჰიპოტონიის განვითარების მექანიზმებს უმთავრესად იმ სისტემათა ფუნქციის დარღვევა განაპირობებს, რომლებიც არტერიული წნევის ნორმალურ დონეზე შენარჩუნებას უზრუნველყოფს. სახელდობრ, არტერიული წნევის დაქვეითების მიზეზად შეიძლება იქცეს:
რეკომენდაციები დაბალი არტერიული წნევის მქონე პირებისათვის
- გულის მუშაობის გაუარესება, რაც, თავის მხრივ, შეიძლება განპირობებული იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი მანკით, პერიკადიუმის ( გულის გარეთა გარსის ) ანთებით, გულის უკმარისობით;
- ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება, რის მიზეზიც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს სისხლდენა ან ორგანიზმის გაუწყლოება;
- სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითება, გამოწვეული ალერგიით, მოწამვლით, ვეგეტატიური დარღვევებით;
- ჰიპოტენზიური ( წნევის დამწევი ) პრეპარატებს ჭარბი მიღება. ეს შემთხვევა განსაკუთრებით ხშირად გვხვდება მაღალი არტერიული წნევის მქონე პირებში. მედიკამენტების ზედოზირება ხშირად არტერიული წნევის მერყეობას იწვევს, რაც ცუდად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამის თავიდან ასაცილებლად სამკურნალო პრეპარატები დიდი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ.
რეკომენდაციები დაბალი არტერიული წნევის მქონე პირებისათვის
- დილით გაღვიძებისთანავე ნუ წამოდგებით. არ არის რეკომენდებული პიზიციის მკვეთრი შეცვლა ანუ ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში სწრაფად გადასვლა. რამდენიმე წუთს ლოგინში დარჩით, ხელ - ფეხი ამოძრავეთ, მერე წამოჯექით, როდესაც ვერტიკალურ მდგომარეობას შეეჩვევით, ფრთხილად წამოდექით. ამით თავიდან აიცილებთ თავბრუსხვევას და დილის გულის წასვლას.
- დღის განმავლობაში მიიღეთ ორ ლიტრამდე სითხე. საკვები დღეში 4 - 5 - ჯერ მიირთვით. რაციონი უნდა იყოს ვიტამინოვანი, ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი, B, C, E ვიტამინებით გაჯერებული.
- თუ კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებისადმი (გასტრიტისადმი ) გაქვთ მიდრეკილება ან მომატებული მჟავიანობა გაწუხებთ, ერიდეთ შაშხს, შემწვარ - მოხრაკულსა პურ - ფუნთუშეულს (საფუვრიან ნაწარმს ). იაქტიურეთ, იცურეთ, ივარჯიშეთ. გახსოვდეთ, ჰიპოტონიკები - დაბალი არტერიული წნევის მქონე პირები - ცუდად იტანენ სტატიკურ დატვირთვას. მათთვის უცილებელია აქტივობა, მოძრაობა, რაც ზრდის კუნთოვან და სისხლძარღვოვან ტონუსს, უზრუნველყოფს მხნეობისა და ძალთა მოზღვავების შეგრძნებას. მსუბუქი ფიზიკური დატვირთვისა და 15 - 20 წუთიანი ვარჯიშის შემდეგ პათოლოგიური მდგომარეობა, როგორც წესი, ქრება და ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ძილი საუკეთესო მკურნალია. იძინეთ მინიმუმ 9 - 11 საათი. თუ დაბალი არტერიული წნევა გაწუხებთ, ეს თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
- იდეალური სამეული - ყავა, ყველი და ნიგოზი. დილა ფინჯანი ყავით დაიწყეთ. მთავარია, ერთი ფინჯანი ათში არ გადაიზარდოს. კოფეინის შემცველი სასმელები - ყავა, ჩაი - ზრდის არტერიულ წნევას და აუმჯობესებს თვითშეგრძნებას. თუ ყავას ან ჩაის რამდენიმე ნაჭერ ყველსაც მიაყოლებთ, თავს კიდევ უფრო უკეთ იგრძნობთ. ყველი იდეალურია ცხიმებისა და მარილის შემცველობის გამო. საზოგადოდ, ცხიმებისა და მარილების შემცველი პროდუქტები ხელს უწყობს წნევის მომატებას. ამ თვალსაზრისით კარგია ნიგოზიც, ამიტომ, თუ დაბალი არტერიული წნევა გაწუხებთ, თან ატარეთ ნიგოზი ან თხილი და ჩვეულ სიმპტომთა გამძაფრებისთანავე თამამად შეექეცით - უმალვე უკეთესობას იგრძნობთ.