ნამზეურისაგან კანის დასაცავად და მისი უსიამოვნო შედეგების ასაცილებლად დამხმარე ხალხური საშუალებები.
ნამზეური - კანის შერუჯვაა, რომელიც შედეგია პიგმენტ მელანინის ჭარბი წარმოქმნით, მის გარე ფენაზე( ეპიდერმისზე) მზის ულტრაიისფერი სხივების წყალობით ან სინათლის ხელოვნური წყაროებით ( ვერცხლისწყლის - კვარცის ნათურები და სხვა).
მზის ზემოქმედების დადებით გავლენის მიუხედავად, საფრთხე რომელშიაც შეიძლება აღმოვჩნდეთ მზეზე დიდხანს გაჩერების გამო, ძალზე დიდია. ულტრაიისფერი სხივები საზიანოა ჩვენი კანისათვის. მხოლოდ ძალზე მუქი და შავი კანის მქონე ადამიანების ორგანიზმშია მელანინის საკმაო რაოდენობა, რათა სრულიად იქნენ დაცულნი ამ სხივების მავნე ზემოქმედებისაგან. გადაჭარბებული ყოფნა მზეზე კანს ისეთ ზიანს აყენებს, რომ მას უკვე აღარ ძალუძს შეასრულოს თავისი დამცავი ფუნქციები. მძიმე დამწვრობისას წყდება თერმორეგულაცია, რასაც თავის მხრივ მივყავართ სითბურ დაკვრამდე.
გთავაზობთ მზის დამწვრობისგან დამცავ ხალხურ საშუალებებს:
კომში. კომშის თესლებს დაასხით მდუღარე წყალი შეფარდებით 1:50, შეანჯღრიეთ 5 წთ, ხოლო შემდეგ გაწურეთ დოლბანდით. რეკომენდებულია მიღებული ლორწოვანი ნაყენი წაისვათ დამწვარ ადგილებზე 1 - 2 - ჯერ დღეში. პროცედურა გაიმეორეთ 3 - 4 - ჯერ ზედიზედ 10 - 15 წთ - ის ინტერვალებით.
ალოე. კანის დამწვარ უბნებზე რეკომენდებულია წაისვათ ალოეს ნედლი ფოთლების წვენი.
მუხა. კანის დამწვრობისას გამოიყენება ქერქის 10 - 20 % - იანი ნახარში ( 20 - 40 გრ ქერქი 200 მლ წყალზე ). ნახარში გაწურეთ მაშინვე გაცხელების შემდეგ, გააგრილეთ და იხმარეთ სველსაფენებისათვის, რომლებსაც იდებენ დამწვარ კანზე 1 სთ - ის განმავლობაში ყოველ 5 - 10 წთ - ის შემდეგ.
კომბოსტო. კომბოსტოს მწნილის ფოთლებს იყენებენ დამწვრობის დროს, მათი დამწვარ ადგილებზე დადებით.
კარტოფილი. ბოლქვები გაწმინდეთ ქერქისგან, გახეხეთ წვრილ სახეხზე და გამოწურეთ წვენი დოლბანდით. წაისვით ეს წვენი სახეზე ან დაასველეთ მასში დოლბანდის ხელსახოცები და დაიფინეთ. კანის დაზიანებულ ადგილებზე. კარტოფილის წვენს გააჩნია ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება, ამიტომ გამოიყენება მზის დამწვრობების სამკურნალოდ. წვენი შეიძლება შევურიოთ ქუმელს ან პურის ფქვილს და დავიდოთ ნიღაბი სახეზე 15 - 20 წთ.
გვირილა სამკურნალო. გვირილის ნაყენი (1 ს/კ - 1 ჭიქა მდუღარე წყალზე, დააყენეთ 30 წთ) გამოიყენება სველსაფენების და კომპრესებისათვის მზის დამწვრობისას.