როგორ მოვიშოროთ ასაკობრივი ლაქები სამუდამოდ? ყველაზე ეფექტური ხალხური საშუალება

როგორ მოვიშოროთ ასაკობრივი ლაქები სამუდამოდ? ყველაზე ეფექტური ხალხური საშუალება
ხანგრძლივი დროით მზეზე ყოფნა, ჰორმონალური და ასაკობრივი ცვლილებები პირდაპირ აისახება ჩვენს კანზე. ვიტამინების დეფიციტი, გენეტიკური მიდრეკილება, ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები - კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რომელმაც კანის პიგმენტაცია, მუქი ლაქების წარმოქმნა შეიძლება განაპირობოს.
ასაკობრივი ლაქები არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ქალბატონების საკმაოდ დიდი ნაწილი ამ არაესთეტიკურ მოვლენას ებრძვის, თუმცა, როგორც წესი, სრულიად უშედეგოდ. დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ გასაოცარ საშუალებას, რომელიც ძალზედ ეფექტურია კანიდან პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. ამ საშუალების დამზადებას მარტივად შეძლებთ სახლის პირობებში.

ინგრედიენტები:
  • 1 წითელი ხახვი
  • 1/2 ჭიქა ვაშლის ძმარი

მომზადება და გამოყენება:

1. დაჭერით ხახვი წვრილად.

2. მოათავსეთ დაჭრილი ხახვი ბლენდერში, დაასხით მოცემული რაოდენობით ვაშლის ძმარი და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე 1 წუთის განმავლობაში.

3. მიღებული მასა გაფილტრეთ. დარჩენილ სითხეში ჩაალბეთ ბამბა და მისი გამოყენებით დაიმუშავეთ კანის პრობლემური ნაწილი. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე. დაახლოებით 2-4 კვირაში სასიამოვნო შედეგს იხილავთ.

ნებისმიერი მსგავსი პროცედურის ჩატარებამდე რეკომენდირებულია დერმატოლოგთან კონსულტაციის გავლა და მელანინის დეფიციტის გამორიცხვა.