რატომ არ უნდა გამოიყენოთ გარუჯვის დროს სუნამო

რატომ არ უნდა გამოიყენოთ გარუჯვის დროს სუნამო
კანი ადამიანის სხეულის გარეთა საფარველია და ამიტომ მას მრავალ ფუნქციასთან ერთად დაცვითი ფუნქციაც ევალება. იგი იცავს შინაგან ქსოვილებს ქარის, სიცხის, სიცივისა და სხვა გარეშე ფაქტორების ზემოქმედებისგან.
ჯანმრთელი კანი შეიცავს 70 % - მდე წყალს, ამიტომ იგი ელასტიურია.
მართალია კანი გარედან ფარავს ორგანიზმს, მაგრამ იგი სხეულის განუყოფელი ნაწილია. ხშირად შინაგანი ორგანოების დაავადება კანზე აირეკლება, ამიტომ ექიმები კანს თვლიან ჯანმრთელობის სარკედ.

ზაფხულის სიცხე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისვენებთ ზღვაზე, ძლიერ აშრობს კანს. მზის სხივების პირდაპირმა და ხანგრძლივმა მოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი დამწვრობა, მზის დაკვრა, ინფარქტი და ზოგჯერ კანის კიბოც კი.

თუ გადაწყვეტთ გარუჯვას, უნდა იცოდეთ ეს წესები.

  1. კანი, ისევე როგორც მთელი ორგანიზმი, მზის სხივებს უნდა შეაჩვიოთ თანდათანობით. დაიწყეთ 5 წუთიანი სეანსებით. შემდეგ კანის ტიპის გათვალისწინებით თანდათან გაზარდეთ დრო. საათობით მზეზე წოლა არა მარტო მავნეა ჯანმრთელობისათვის არამედ კანს აბერებს კიდეც.

  2. ზაფხულში უფრო მეტი გაფრთხილება სჭირდება კანს, ვიდრე წლის სხვა დროს, რადგან წყალი, მზე და ქარი განსაკუთრებით აშრობს კანს. ნუ დაივიწყებთ მზეზე გასვლამდე წაისვათ დამცავი კრემი და სპეციალური ზეთი (ფილტრი ), რომელიც ხელს უშლის მზის რადიაციას.

  3. გარუჯვის დროს ნუ გამოიყენებთ სუნამოებს. რადგან ამ დროს შეიძლება გაგიჩნდეთ ყავისფერი ლაქები, რომელსაც ძნელად მოიშორებთ.

  4. არასოდეს არ შეხვიდეთ წყალში, მზეზე დიდხანს ყოფნის შემდეგ.

სტატიის ავტორი: თეონა ლაგაზაური
სტატიის წყარო:სამკურნალო კოსმეტიკა ყველასათვის