გამოიყენეთ ხალხური ნიღბები ჭორფლის მოსაცილებლად.
ჭორფლის წარმოქმნა კანში პიგმენტ მელანინის გადანაწილების დარღვევასთანაა დაკავშირებული. იგი უფრო ინტენსიური ხდება მზიან ამინდში, რადგან ულტრაიისფერი სხივები ამ დროს უფრო მეტად მოქმედებს სახის კანზე.
შემოგთავაზებთ ნიღბებს, რომელთა მეშვეობით ჭორფლი შესაძლოა სულ არ გაგიქრეთ, მაგრამ ძალიან გაფერმკრთალდეს.
შემოგთავაზებთ ნიღბებს, რომელთა მეშვეობით ჭორფლი შესაძლოა სულ არ გაგიქრეთ, მაგრამ ძალიან გაფერმკრთალდეს.
- ოცდაათი ცალი ნუშის გული ჩაყარეთ მდუღარე წყალში, 10 წუთის შემდეგ ამოიღეთ, გაფცქვენით და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ( ან დანაყეთ სააფთიაქო როდინში ). ნელ - ნელა შეათქვიფეთ 1 ჩ/კ ანადუღარი წყალი და 0,5 ჩ/კ თაფლი. ეს ნარევი წაისვით სახეზე დღეში ერთხელ მაინც ( შეიძლება ორ - სამჯერაც ); 15 – 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- ერთი კონა ოხრახუშის წვენს დაასხით იმავე რაოდენობის ანადუღარი რძე. ამ ნარევით სახე დღეში რამდენჯერმე გაიწმინდეთ ( ყველაფერი უნდა გააკეთოთ ისევე, როგორც პირველი ნიღბის დროს ).
- აიღეთ თანაბარი რაოდენობის ლიმონისა და კიტრის წვენი. მათი ნარევი შესანიშნავი მათეთრებელია.
- თუ ღია ფერის ჭორფლი გაქვთ, სახე დილა - საღამოს გაიწმინდეთ ახალგამოწურული ხახვის წვენით.
- შეიძლება პირის დაბანა ყოველ დილით მჟავე მაწვნით.
- მიიღეთ B2 ვიტამინის დამატებითი დოზა.