მეზობელმა მირჩია, რამდენიმე შინაური წამალი მესინჯა. დავიწყე ამ რეცეპტებით მკურნალობა და კენჭებიც ნელ-ნელა გამოვიდა თირკმელებიდან
ამ რამდენიმე წლის წინ წელის საშინელი ტკივილები დამჩემდა. შეტევა რომ დამეწყებოდა, სანამ სასწრაფო დახმარების ექიმი ბარალგინს არ გამიკეთებდა, ტკივილისგან კედლებზე გავდიოდი. დამისვეს თირკმლის კენჭების დიაგნოზი. უამრავ ექიმთან ვიყავი. ზოგი წამლებით მკურნალობას მირჩევდა, ზოგი - სპეციალური აპარატით დაშლას, მეზობელმა კი მირჩია, რამდენიმე შინაური წამალი მესინჯა და მათი მომზადებაც მასწავლა. დავიწყე ამ რეცეპტებით მკურნალობა და კენჭებიც ნელ-ნელა გამოვიდა თირკმელებიდან (შარდს გამოჰყვა), თანაც ისე, რომ ტკივილი არ მიგრძვნია. უკვე რამდენიმე წელია, შეტევაც აღარ მქონია.
აი ეს რეცეპტები:
აი ეს რეცეპტები:
- აიღეთ 200 გრამი მურყნის ქერქისა და 250 გრამი თაფლის ნარევი, ადუღეთ 10-15 წყთი, დაამატეთ ცოტაოდენი სოდა. მიიღეთ ყოველი ჭამის შემდეგ ნახევარ - ნახევარი ჭიქა.
სხვათა შორის, იმავე მეზობელმა მითხრა, კენჭებს მარწყვიც უხდება, თუ დღეში 6-ჯერ 200-200 გრამს მიირთმევო, მაგრამ ეს მეთოდი არ გამომიცდია. - აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი დაქუცმაცებული სიმინდის ულვაში, დათვის კენკრა და ლობიოს საგდული. 40 გ ნარევს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, გაგრილებამდე გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ გაფილტრეთ, 6 ულუფად გაყავით და მთელი დღის განმავლობაში სვით.
ამ რეცეპტმაც ძალიან მარგო: - ვწურავდი მწიფე, ტკბილ ვაშლს; პირველ დღეს დილის 8 საათზე ვსვამდი ერთ ჭიქა ვაშლის წვენს, შემდეგ ყოველ 2 საათში - 2-2 ჭიქას. ბოლო ულუფას საღამოს 8 საათზე ვიღებდი. მეორე დღესაც ზუსტად ამ სქემით ვმკურნალობდი. ამ 2 დღის განმავლობაში არაფერს ვჭამდი. მესამე დღეს დილის 8 საათზე ვსვამდი 2 ჭიქა ვაშლის წვენს, ნახევარი საათის შემდეგ კი 100 მლ ზეითუნის ზეთს და მაშინვე ვაყოლებდი 1 ჭიქა წვენს. 1-2 საათში შარდს ქვიშა და კენჭები მოჰყვებოდა.