როგორ უნდა მოუარონ 13 - 15 წლის მოზარდებმა სახის კანს.
13 - 15 წლის მოზარდებს განსაკუთრებული ინტერესი უჩნდებათ თავიანთი გარეგნობისადმი. ისინი ხანგრძლივად სხედან სარკესთან, ძალიან მტკივნეულად განიცდიან სახეზე ლაქების, ფერისმჭამელების და ჩირქოვანი გამონაყრების გაჩენას.
მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ ეს უსიამოვნებანი დროებითია და ჰიგიენური რჩევების დაცვით ადვილად გაქრებიან. ეს ასაკი ითვლება გარდამავალ პერიოდად, რადგან, ამ დროს ხდება სქესობრივი მომწიფება, ორგანიზმში მიმდინარეობს ფიზიოლოგიური გარდაქმნები: აქტიურად იზრდება სხეული, აქტიურდება ორგანოებისა და სისტემების ფუქნცია.
ფიზიოლოგიური და ანატომიური ცვლილებები მოზარდის ირგანიზმისა, აირეკლება კანზე. ძლიერდება ცხიმის ჯირკვლების ფუნქცია. კანი ხდება ძალიან ცხიმიანი, განსაკუთრებით ცხვირზე, შუბლზე, ლოყებზე, ნიკაპზე, ყურების უკან, გულმკერდის ზედა ნაწილში და ზურგზე. კანს ჭუჭყიანი იერი აქვს. ადვილად წითლდება, ფორები ფართოვდება. იქ, სადაც კანი უფრო მეტად ცხიმიანია, ჩნდება შავი წერტილები, წვრილი წითელი გამონაყარი. ეს არის ე.წ. ახალგაზრდული ფერიმჭამებელი. მოზარდები ცდილობენ ამ უსიამოვნებას გაექცნენ ფერისმჭამელების მოშორებით, კრემის წასმით ან გაპუდვრით. ამის გაკეთება არ შეიძლება.

- პირველი, რაც აუცილებელია მოზარდის გაღიზიანებული კანისათვის, ეს არის სისუფთავის დაცვა.
- თუ ძალიან ცხიმიანი გაგიხდათ კანი, დილა - საღამოს დაიბანეთ თბილი წყლით და ტუალეტის საპნით. შემდეგ კი გაიწმინდეთ თქვენი სახის ტიპის შესაფერისი ლოსიონით.
- თუ სახე მშრალი გაქვთ და გექერცლებათ დაიბანეთ გრილი წყლით უსაპნოდ და ამის შემდეგ გაიწმინდეთ შესაფერისი ლოსიონით.
- როდესაც სახეზე გაგიჩნდებათ შავი წერტილები და წითელი კვანძები, სასარგებლოა კვირაში 2 - ჯერ სახის წმენდა. ამისათვის დაასველეთ ბამბის ტამპონი თბილ წყალში, გასაპნეთ. ამოავლეთ სოდისა და მარილის ნარევში და წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ შუბლი, ცხვირი, ნიკაპი, ლოყები, ამის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- ცხიმიანი თმები 5 - 7 დღეში ერთხელ დაიბანეთ ტუალეტის საპნით. თუ დაბადებიდან მე - 2 - 3 დღეს თმა ცხიმიანი გახდა, კვირაში 2 - ჯერ გაიწმინდეთ ბამბის ტამპონით ძირიდან ბოლოებისკენ ახლად მომზადებული ბორის მჟავის ხსნარით. ( 1 ჩაის კოვზი ბორის მჟავა 1/2 ჭიქა ცხელ წყალში ).
- მშრალი თმა დაიბანეთ 10 - 12 დღეში ერთხელ.
- მოზარდს თუ სურს თავი აარიდოს ამ უსიამოვნებებს, საჭიროა ხშირად სეირნობა სუფთა ჰაერზე, სპორტი საუკეთესო საშუალებაა გაჯანსაღებისათვის, მიიღეთ ვიტამინიზირებული საკვები: დიდი რაოდენობით უმი ხილი და ბოსტნეული. ხოლო ტკბილეული, სანელებლები, ცხარე საკაზმები, ყავა და შოკოლადი უნდა შეიზღუდოს.
- ზოგჯერ 13 - 16 წლის გოგონებს სურვილი უჩნდებათ შეიღებონ თმები, წარბები, წამწამები, ტუჩები და სხვა. ამის გაკეთება არასასურველია, რადგან ქიმიური ნივთიერებები ნაადრევად აბერებს ახალგაზრდა სახეს.
მოზარდს ალამაზებს სისუფთავე, აკურატულობა და სინორჩე.