გამოიყენეთ ნატურალური ნიღბები ცხიმიანი სახის კანის მოსავლელად!
ცხიმიანი კანი უხეშია, ფორებიანი, იგი ლიმონის კანს მოგვაგონებს, ბრწყინავს, სახეზე ხშირად ჩნდება შავი წერტილები და გამონაყარი. მისი ლოკალიზაციის ადგილებია: შუბლი, ნიკაპი, ცხვირი, იშვიათად ლოყებიც. კანის გაცხიმიანება თავს იჩენს სქესობრივი მომწიფების პერიოდში და რჩება 35 – 45 წლამდე. ცხიმიან კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. თუმცა ერთი დადებითი თვისება აქვს შედარებით გვიან ბერდება.
შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს:
შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს:
- 1 სუფრის კოვზი მაწონი ან კეფირი შეურიეთ ხორცის საკეპ მანქანაში გატარებული ისპანახის, მჟაუნის ფოთლების, ცირცელის ნაყოფისა და ფოთლების ნარევს. 25 წუთით დაიდეთ ნიღაბი სახესა და ყელზე. ჩამოიბანეთ რძით გაზავებული წყლით პროპორცია 1 : 1.
- 1 სუფრის კოვზი ნიღაბი აურიეთ თანაბარი რაოდენობის ლიმონის წვენში, დაუმატეთ 10 წვეთი 10 % - იანი პერეჰიდროლი ( ნიღაბი მათეთრებელია ). წაისვით სახეზე ბამბის ტამპონით, 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
- აიღეთ 1 კვერცხის ცილა, კარგად ათქვიფეთ, მიღებულ ფაფისებურ მასაში ჩააწვეთეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონი, აურიეთ, დაიდეთ სახეზე 20 – 25 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ.
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი მუხის ქერქი , დაუმატეთ 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთს, გაწურეთ, გააცივეთ, ჩაუმატეთ 1 ცალი ლიმონის წვენი და ¼ ჭიქა არაყი. გაიწმინდეთ სახე დილა - საღამოს.
- 1 კვერცხის ცილა ათქვიფეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი რძე, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. დაიდეთ სახეზე 20 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით, გადაივლეთ გვირილის ნაყენი.