როგორ მოვიშოროთ ფერისმჭამელები სახლის პირობებში.

როგორ მოვიშოროთ ფერისმჭამელები სახლის პირობებში.
ფერისმჭამელები ჩნდება სხეულის იმ უბნებში, სადაც არის მსხვილი ცხიმის ჯირკვლები. განსაკუთრებით შუბლზე. ცხვირზე, ნიკაპზე, მკერდზე და ზურგზე. იგი წარმოადგენს კანის ცხიმის, მტვრისა და ბაქტერიების ნაზავს, რომელიც ჯდება კანის ფორებში და თანდათან აფართოებს მას. ფერისმჭამელას თეთრი ნაწილი არის კანის ცხიმი, შავი წერტილი კი ჭუჭყია. კანის ეს დეფექტი დამახასიათებელია ცხიმიანი კანისთვის.

როგორ მოვიშოროთ ფერისმჭამელები

ფერისმჭამელების მოშორებას ნუ დაიწყებთ, სანამ კანს არ დაირბილებთ. ამისთვის გაიკეთეთ გვირილის ყვავილის თბილი ნაყენის კომპრესები 10 წთ - ით. შემდეგ კი ამგვარად გაიწმინდეთ სახე: 1/2 ჩაის კოვზი მარილი აურიეთ 1 სუფრის კოვზ საპნიან წყალში. თითზე გადაიხვიეთ ბინტი, რომელსაც დაასველებთ 3 % - იან წყალბადის ზეჟანგში და წრიულად მოძრაობით შეიზილეთ მარილიან - საპნიანი მასა გასაწმენდ ადგილებში. შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, ბოლოს კი ცივი წყლით. შეიძლება მარილისა და საპნის მაგივრად გამოიყენოთ მჭადის ფქვილი.

ჩირქოვანი ფერისმჭამელების სამკურნალოდ:
  • 50 მლ სპირტში აურიეთ 2 ტაბლეტი ლევომიციტინი და 2 ტაბლეტი ასპირინი. წაისვით გამონაყარზე.

  • გაიკეთეთ ალოეს წვენის საფენები ძილის წინ.

  • მუწუკებზე წაისვით თეთრი შაბი დღეში რამდენიმეჯერ.

  • წიწმატი დანაყეთ და გამონაყარზე დაიდეთ.

  • 3 ს/კ ახალი, წვრილად დაჭრილი კიტრი ჩაყარეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში. 3 - 4 საათის შემდეგ გადაწურეთ. დაუმატეთ 1/2 ჩაის კოვზი თაფლი. გაიწმინდეთ სახე და ნახევარი საათის შემდეგ შეისხით ცივი წყალი.

სტატიის ავტორი: თეონა ლაგაზაური
სტატიის წყარო:სამკურნალო კოსმეტიკა ყველასთვის