პარაფინის ნიღაბი ასუფთავებს და აშორებს კანს ფერისმჭამელებს
ფერისმჭამელები ჩნდება სხეულის იმ უბნებში, სადაც არის მსხვილი ცხიმის ჯირკვლები. განსაკუთრებით შუბლზე. ცხვირზე, ნიკაპზე, მკერდზე და ზურგზე. იგი წარმოადგენს კანის ცხიმის, მტვრისა და ბაქტერიების ნაზავს, რომელიც ჯდება კანის ფორებში და თანდათან აფართოებს მას. ფერიმჭამელას თეთრი ნაწილი არის კანის ცხიმი, შავი წერტილი კი ჭუჭყია. კანის ეს დეფექტი დამახასიათებელია ცხიმიანი კანისთვის.
პარაფინის ნიღაბი
პარაფინის გაადნეთ წყლის აბაზანაში. წაისვით 2 - 3 ფენად, გაიჩერეთ 15 - 20 წთ. ამის შემდეგ გაისუფთავეთ სახე.
თუ მშრალი კანი გაქვთ, მაშინ სახეზე წინასწარ წაისვით რაფინირებული მცენარეული ზეთი. ეს ნიღაბი კეთდება კვირაში 2 - ჯერ ან დღეგამოშვებით. კურსი არის 20 პროცედურა. ამ ნიღაბის გაკეთება არ შეიძლება მათთვის, ვისაც აქვს სისხლძარღვების კაპილარების გაფართოება, ჭარბი თმიანობის და ჰიპერტონიული დაავადების დროს.
ტუხტი - საუკეთესო საშუალებაა იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე აქვთ განონაყარი და ჩირქოვანი ფერიმჭამელები.
ტუხტის ფესვი შეიცავს ბევრ ლორწოვან ნივთიერებებს, რომლებსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
გარეცხილ დაქუცმაცებულ ტუხტის ფესვს დაასხით ცივი წყალი. გააჩერეთ 6 სთ. მიიღეთ 50 გრ. ჭამის წინ დღეში 3 -ჯერ.
ალოეს - წვენი შეიცავს ფერმენტებს, ვიტამინებს, აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება. საუკეთესოა ცხიმიანი კანისთვის, ფერიმჭამელებს დროს. გაღიზიანებულ კანზე კარგ ეფექტს იძლევა ალოეს წვენით გაწმენდა.
ალოეს წვენმა რომ იმოქმედოს ეფექტურად, ამისათვის ასე მოვიქცეთ: ფოთლები გარეცხეთ მდუღარე წყალში. შემდეგ შეინახეთ დახურულ ჭურჭლში და 12 დღით მოათავსეთ ცივ ადგილზე. გამოწურეთ წვენი და გამოიყენეთ სახის გასაწმენდად.
მუხა - შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს და აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამისათვის 1 სუფროს კოვზ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 სთ. შემდეგ კი იწმინდეთ სახე დილა -საღამოს.
კრაზანა - ხალხურ მედიცინაში კრაზანას თვლიან 9 ავადმყოფობის მკურნალად. მისი ნაყენით კანს გაწმენდა კარგია ცხიმიანი, ფერიმჭამელებიანი სახისთვის.
მშრალი კანის გასაწმენდად კი კრაზანას ზეთი დაამზადეთ: ქილა გაავსეთ მშრალი კრაზანას ყვავილებით და ფოთლებით, დაასხით იმდენი ზეითუნის ან სიმინდის ზეთი, რომ მცენარე დაფაროს. გააჩერეთ 2 კვირა. შემდეგ კი გადაწურეთ და იწმინდეთ სახე დილა - საღამოს.