თუ გსურთ გქონდეთ ჯანსაღი და ლამაზი თმა, მაშინ თავის კანის მასაჟი აუცილებელ წესად უნდა აქციოთ!
იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმა, თავის კანის მასაჟი დილა - საღამოს ისეთივე აუცილებელ წესად უნდა ვაქციოთ, როგორც კბილების გახეხვა. მასაჟი ასტიმულირებს სისხლის მიმოქეცევას თავის კანში. სისხლი, კი თავის მხრივ, კვებავს ქსოვილებს და ზემოქმედებას ახდენს თმის ზრდაზე. როგორც კი იფიტება თმის ნიადაგი, იწყება გამელოტება.
თმის ნორმალური მასაჟი გულისხმობს არა მარტო თავის კანის სრესას, არამედ მასზე თითებით მსუბუქ დარტყმებს და თმის ფრთხილად მოქაჩვას, განსაკუთრებით თხემისა და საფეთქლის მიდამოებში, სადაც კანი მჭიდროდ ეკვრის თავის ქალას.
თავის კანის სისხლით მომარაგების გასაუმჯობესებლად არსებობს კიდევ ერთი მასაჟი: ორივე ხელით თითები მოათავსეთ თმის ძირებში და ამოძრავეთ კანი წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ. ასეთი მასაჟი ჩაატარეთ თავის ყველა უბანში.
თუ თმის ცვენა არ არის გამოწვეული ორგანიზმში მიმდინარე ცვილებებით, მაშინ მასაჟი ყოველთვის შედეგიანია.
თმის ჰიგიენა
მასაჟის გარდა თმისათვის აუცილებელია სისუფთავე. ჭუჭყის გარდა თმას აბინძურებს ოფლი და ცხიმი. დაბანა არასოდეს არ ვნებს თმას.
თმასთან ერთად გულმოდგინედ უნდა დავიბანოთ თავის კანიც, რადგან თმა ამოდის კანზე მოთავსებული უწვრილესი ფორებიდან, რომლებიც ადვილად ივსება ჭუჭყითა და ქერტლით. თავის დაბანის წინ აუცილებელია მასაჟი და თმის დავარცხნა. მასაჟი იწყება თავის კანზე თითებისა და ხელის გულების ენერგიული მოძრაობით წინ და უკან, ზევით, ქვევით და წრიულად. თუ თმა ძალიან ცხიმიანია, დაბანამდე 1 საათით ადრე თავის კანზე ისვამენ ვაშლის ძმარში დასველებულ ბამბის ტამპონს.
თავის დაბანა
თმის დასაბანად შამპუნის ხარისხსა და მის შემადგენლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნუ იხმართ ტუტებიის შემცველ საპონს, რადგან იგი უარყოფით ზემოქმედებას ახდენს თავის კანზე.
ნორმალური თმისთვის იყენებენ როგორც მაღალხარისხოვან ტუალეტის საპნებს, ასევე სპეციალურ, სამკურნალო საპნებსა და შამპუნებს.
უმჯობესია თუ საპონს წყალში ჩახეხავთ და გაალღობთ დაბალ ცეცხლზე. ერიდეთ საპნის ნაჭრის პირდაპირ თმაზე წასმას. თავი დაიბანეთ დარბილებული ან უმჯობესია წვიმის წყლით. უკიდურეს შემთხვევაში ჩვეულებრივ წყალს დაამატეთ ნადუღი წყალი, რომელიც მას დაარბილებს.
საპნის დიდხანს გაჩერება დაბანის დროს იწვევს თმის გამოშრობას. დაბანის დამთავრებისას გადაივლეთ ძმრიანი წყალი. დაბანის დამთავრებისას გადაივლეთ ძმრიანი წყალი. ეს ხელს უწყობს დარჩენილი საპნის მთლიანად მოშორებას. ბოლოს გადაივლეთ ცივი წყალი. ეს აუმჯობესებს თავის კანში სისხლის მიმოქეცევას და ამავე დროს ხურავს ფორებს.
ძმარი ღია ფერის თმას ოდნავ ამუქებს, ამიტომ ქერათმიანებს ვურჩევ ძმრის მაგივრად წყალში შეურიონ ლიმონის წვენი.
თავი დაიბანეთ კვირაში 2 - ჯერ მაინც.
თმის შრობა
თმის გაშრობა უმჯობესია სუფთა ჰაერზე, მზეზე, ცივ ამინდში მზიან ფანჯარასთან. ერიდეთ ელექტრო საშრობების ხშირ გამოყენებას. იგი თმას ხმელს და ტეხადს ხდის.
თუ თავის კანი მშრალი გაქვთ, დაბანამდე 1 საათით ადრე შეიზილეთ ზეითუნის ან სასაქმებელი ზეთი ( აბუსალათინი ). მისი დატოვება მთელი ღამითაც შეიძლება.