მოიშორეთ ქერტლი ერთხელ და სამუდამოდ
ქერტლი ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა და ყველა ასაკის ადამიანს აწუხებს. მისი გამომწვევი მიზეზი გაღიზიანებული, გამომშრალი თავის კანია. ბალანსირებული ტენის აღსადგენად გამომშრალი კანი გამოყობს ცხიმს, რომელიც თმის ფოლიკულებს ბლოკავს, რაც თავის მხრივ თმის ცვენას და მისი ზრდის შენელებას იწვევს.
თავის კანზე ქოქოსის ზეთის წასმა არაჩვეულებრივი ბუნებრივი საშუალებაა ქერტლის მოსაცილებლად და გამომშრალი კანის დასატენიანებლად.
მასაჟი ქოქოსის თბილი ზეთით:
იყიდეთ სუფთა, 100%-იანი ქოქოსის ზეთი (რომელიც მყარ ფორმაში იყიდება).
გააცხელეთ გაზქურაზე ან მიკროტალღურ ღუმელში, რომ მიიღოთ ცხელი, თხევადი ზეთი.
წაისვით ზომიერად ცხელი ზეთი მხოლოდ თმის კანზე და არა მთელი თმის სიგრძეზე.
დაიმასაჟეთ თავის ქალა თითისწვერებით.
შემოიხვიეთ თავზე პირსახოცი, ან დაიხურეთ აბაზანის ჩაჩი. გაიჩერეთ ზეთი 15-20 წუთის განმავლობაში.
საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ თმა და წაისვით ღრმად დამატენიანებელი კონდიციონერი.
გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ.
თავის კანზე ქოქოსის ზეთის წასმა არაჩვეულებრივი ბუნებრივი საშუალებაა ქერტლის მოსაცილებლად და გამომშრალი კანის დასატენიანებლად.
მასაჟი ქოქოსის თბილი ზეთით: