უმკურნალეთ სიმელოტეს, ქეტლს და თმის ცვენას ხალხური ნატურალური რეცეპტებით!
დადგენილია, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ხელოვნურად გამთბარ ან გაგრილებულ ბინებში, ნაადრევად მელოტდებიან. თავის კანსა და თმას სჭირდება მზის სხივები და სუფთა ჰაერი.
სიმელოტის მიზეზი შეიძლება იყოს აგრეთვე მოჭერილი ქუდის ტარება. იგი ხელს უშლის სისხლის ცირკუალციას, რადგან აწვება თავის მთავარ სისხლძარღვებს, რომლებიც ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს აწვდიან თმას. ამიტომ ვინც ქუნდს ატარებს, სისტემატურად უნდა ჩაიტაროს თავის მასაჟი.
გთავაზობთ ხალხურ რეცეპტებს სიმელოტის სამკურნალოდ:

- ქერტლის, კანის სიმშრალისა და ბოლოჭამიების დროს:
1 კვერცხის გული კარგად ათქვიფეთ 1 სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთში, შეიზილეთ ახლად დაბანილ თავის კანში და 1 საათის შემდეგ დაიბანეთ. - მოამზადეთ ნახარში ვირისტერფას ფოთლებისაგან 1:10 შეფარდებით. შეიზილეთ თავის კანში თმიც ცვენის და ქერტლის დროს.
- თაფლიან გახეხილ ხახვს დაუმატეთ ცოტა მცენარეული ზეთი . შეიზილეთ თმიზ ძირებში. ჩამოიცვით რეზინის ქუდი, 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. შველის თმის ცვენას.
- 1 ს/კ ჭინჭრის ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი თერმოსში. 2 სთ - ის შემდეგ გადაწურეთ და შეიზილეთ თმის ძირებში თმის ცვენის დროს.
- 2 - 3 სადილის კოვზი ხახვის წვენი შეიზილეთ თმის ძირებში. თბილად შეიფუთეთ, 1 - 2 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თმის აქტიური ცვენის დროს.
- თმის ძირებში შეიზილეთ ზეითუნის ზეთში არეული ნივრის წვენი.
- თუ თმა გცვივათ, მოხარშეთ დაფნის ფოთლები და ნაყენი შეიზილეთ თმის ძირებში.
- პილპილს ( დაფქვით) და 1 თავ გახეხილ ხახვს შეურიეთ 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი. ეს სითხე შეიზილეთ თმის ძირებში დაბანის წინ. შეიხვიეთ ცელოფანით, შემდეგ თავსაფარით. 2 საათის შემდეგ თავი დაიბანეთ.
- 100 გრ ხახვის წვენი, 400 გრ კონიაკი, 600 გრ ბირკავას ძირების ნახარში აურიეთ ერთმანეთში ყველაფერი და შეიზილეთ თმის ძირებში.