ნატურალური შამპუნი, რომელიც თმის ცვენას მყისიერად აჩერებს. ძალიან ეფექტურია!

ნატურალური შამპუნი, რომელიც თმის ცვენას მყისიერად აჩერებს. ძალიან ეფექტურია!
ასეთ ეფექტს არც კი მოველოდი! ზამთრის თვის პირველ ნახევარში საშინელი თმის ცვენა დამეწყო, თუმცა დღეს ჩემი თმა ძალიან ძლიერი, მტკიცე, მოცულობითი და ლამაზია. ყოველივე ეს ნატურალური შამპუნის დამსახურებაა, რომლის დამზადებასაც დღეს გასწავლით.

ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარ ამ შამპუნს წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვეს თმაზე და თავის კანზე. მისი დახმარებით თქვენ არა მხოლოდ გადაჭრით თმის ცვენის პრობლემას, არამედ გაიჯანსაღებთ თავის კანს, მოიშორებთ ქერტლს, მიანიჭებთ თმას დამატებით მოცულობასა და ბზინვარებას.

მაშ ასე, თქვენ დაგჭირებათ:
  • 50 მლ უბრალო შამპუნი (ყოველგვარი დანამატების გარეშე);
  • თითო-თითო ამპულა ვიტამინ B1, B5, B6;
  • 50 მლ აბუსალათინის ზეთი;
  • 100 მლ პანთენოლი;
  • 30 მლ ჭინჭრის ნაყენი.

ჭინჭარი

თითოეული ინგრედიენტი მოათავსეთ მინის ბოთლში და კარგად შეანჯღრიეთ.

ყოველ ჯერზე, როდესაც ამ შამპუნის გამოყენებას გადაწყვეტთ, კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი. წაისვით ეს შამპუნი მთელ თმაზე მცირე ოდენობით და იკეთეთ თავის კანის მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ის თბილი წყლით.

ჭინჭარი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნატურალური საშუალებაა თავის კანისა და თმის გასაჯანსაღებლად. ის სტიმულირებს სისხლის მიწოდებას თავის კანისთვის და ამ გზით აჩქარებს თმის ზრდის პროცესს.

ჩვენი თმისთვის საოცრად სასარგებლო ეს პროდუქტი მდიდარია E ვიტამინითა და რიცინოლის მჟავით. აბუსალათინის ზეთი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებების ხარჯზე გვეხმარება ქერტლის დამარცხებაში და თავის კანის დაავადებების თავიდან არიდებაში. გარდა ამისა, ეს ზეთი აჩქარებს თმის ზრდის პროცესს.