აღმოჩნდა, რომ საქართველოში გაცილებით მეტი ადამიანი ყოფილა ჭარბწონიანი, ვიდრე ამერიკაში!

აღმოჩნდა, რომ საქართველოში გაცილებით მეტი ადამიანი ყოფილა ჭარბწონიანი, ვიდრე ამერიკაში!
ამას წინათ, ერთ - ერთ ჟურნალში წავიკითხე, რომ საქართველოში გაცილებით მეტი ადამიანი ყოფილა ჭარბწონიანი, ვიდრე ამერიკაში. საინტერესოა, როგორ ვახერხებთ ამას ამ გაჭირვების ჟამს მაინც? ჩვენ ხომ ამერიკელებივით ყოველდღე ჰამბურგერებით არ ვიკვებებით ?

ექიმის კომენტარი:
ჩვენ მართლა არ ვიკევებებით რეგულარულად ჰაბურგერებით და ამის მიუხედავად, ჭარბი წონა ჩვენი მოსახლეობის თითქმის 60 % - ს აქვს. ყოველივე ამის მთავარი მიზეზი, დიეტოლოგთა აზრით, ისაა, რომ ეკონომიკური გაჭირვების გამო, მრავალი ჩვენგანის რაციონიდან გაქრა სრულფასოვანი ცილები ( ხარისხიანი ხორცი ), უჯერი ცხიმოვანი მჟავები ( თევზი და ზღვის პროდუქტები ) და "ცოცხალი" ვიტამინები ( ხილი, კენკრა ). ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობით ჩვენში მხოლოდ პურსა და ცომეულს იყენებენ. ამასთან ხშირად უდროოდ ვიღებთ საკვებს. ბევრი დღეში მხოლოდ ერთხელ, ძილის წინ სადილობს - ეს კი წონის მატების უმოკლესი გზაა.
მიზეზები გასაგებია: ზოგს სამჯერადი კვებისთვის ფული არ ჰყოფნის, ზოგსაც - დრო არა აქვს. შედეგად კი, ღამის საათებში მექანიკურად ვივსებთ ცარიელ კუჭს და ჭამით ვიხსნით დღის განმავლობაში მიღებულ სტრესს. ცხოვრების დღევანდელმა რიტტმა თანდათანობით დაგვაკარგვინა ჭამის კულტურაც: კარტოფილის, ან სოსისის მოხარშვა გაცილებით იოლია, ვიდრე წვნიანის ან სალათის მომზადება. მაგრამ კარტოფილი არც ისე დაბალკალორიული პროდუქტი გახლავთ. მასში ბევრია ნახშირწყლები, რომელთა ჯაჭვიც შაქარში შემავალ გლუკოზასავით მოკლე არ არის, მაგრამ არც კომბოსტოსა და ბადრიჯანში შემავალი ნახშირწყლების ჯაჭვივით გრძელია (რაც უფრო მოკლეა ნახშირწყლის ჯაჭვი, მით სწრაფად იშლება ის და სწრაფადვე აღმოჩნდება თქვენს სხეულზე ცხიმის სახით ). დღეს ჩვენში ასე პოპულარული სოსისი და ძეხვეული კი მდიდარია ემულგირებული ცხიმებით, მარილით, საღებავებით. ასე რომ, ეს პროდუქტები ნსმდვილად არ არის შესაფერისი ჯანსაღი კვებისთვის.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი შეკითხვა ექიმს