მეშინოდა წონაში მომატების, თუმცა შედეგით გაოცებული ვარ. საკვები, რომელიც შიმშილს ახშობს
სიცივე - ნამდვილი სტრესი ჩვენი ორგანიზმისთვის. სხეულის ტემპერატურის ამაღლების მიზნით ჩვენ არა მხოლოდ ვიცვამთ მაქსიმალურად თბილად, არამედ ქვეცნობიერულ დონეზე ვიწყებთ გაცილებით უფრო მეტი საკვების მიღებას, ვიდრე ჩვეულებისამებრ.
ცხიმის მარაგის შევსება ზამთარში ჩვენს გენეტიკურ კოდშია გაწერილი. გარდა ამისა, დღის შუქის დეფიციტის გამო ჩვენს ორგანიზმში მატულობს მელატონინის, ძილის ჰორმონის დონე, რის გამოც ჩვენ ქრონიკულად დაღლილად ვგრძნობთ თავს და გვიჩნდება გემრიელად წახემსების სურვილი.
მაშ ასე, როგორ ავირიდოთ წონის მატება თავიდან ზამთარში? ''Fpaparazzi''-ის რედაქციას თქვენთვის რამდენიმე რჩევა აქვს.
1. ბოსტნეულის ან ქათმის სუპი - იდეალური სადილი მათთვის, ვინც საკუთარ ფიგურაზე ზრუნავს. გარდა იმისა, რომ სუპში რამდენჯერმე ნაკლები კალორიაა ვიდრე ბრუტერბროდებსა და სენდვიჩებში, ეს კერძი გაცილებით ხანგრძლივი დროით გვინარჩუნებს სინაყრის განცდას, რაც სასარგებლოდ აისახება ჩვენს ფიგურაზე.
2. საქონლის უცხიმო ხორცი, ქათმის ფილე, კვერცხი, ყველი, თხიეული, თევზი - ტრიფტოპანით გამდიდრებული პროდუქტები. ტრიფტოპანი პირდაპირკავშირშია ჩვენს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის, სეროტონინის დონესთან. რაც უფრო მაღალია სეროტონინის დონე, მით უფრო ნაკლებია მოთხოვნილება საკვებზე.
3. ჯანსაღი ნახშირწყლები. ნახშირწყლები ხელს უწყობს ჩვენს ორგანიზმს სეროტონინის გამომუშავებაში, რის გამოც ჩვენ საკმაოდ ხშირად გვიჩნდება მოთხოვნილება ტკბილეულზე. ჩაანაცვლეთ ორცხობილები და ფუნთუშები თაფლითა და ხილის ჩირით. ასე თქვენ შეძლებთ ორგანიზმის დატვირთვას მისთვის აუცილებელი ნახშირწყლებით, თანაც ისე, რომ არ მიაყენებთ ზიანს საკუთარ ფიგურას.
4. შეზღუდეთ ყავის მიღება, რადგან ჭარბი რაოდენობით კოფეინი პროვოცირებს ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას.
5. ყოველთვის მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი, რათა არ დაგერღვეთ ნივთიერებათა ცვლის პროცესები. თბილი წყალი ლიმონის წვენთან ერთად - საუკეთესო სასმელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჭარბ წონას ებრძვიან.
გარდა ყოველივე ზემოთ ხსენებულისა, მეცნიერებმა მრავალი წლის წინ დაამტკიცეს, რომ თბილი ჩახუტება ზრდის ორგანიზმში ენდორფინის, ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას.
იყავით ბედნიერები და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე! არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება.