შეიძლება თუ არა მოზარდი ორგანიზმისთვის საკვების შეზღუდვა?!
ჭარბი წონისა თუ ალერგიული დაავადების გამო ზოგიერთი მოზარდი უარს ამბობს ამა თუ იმ საკვებზე, ზოგიერთი კი სულაც შიმშილობს. შეიძლება თუ არა მოზარდი ორგანიზმისთვის საკვების შეზღუდვა?
ექიმის კომენტარი:
გარდატეხის, სქესობრივი მომწიფების ასაკი ორგანიზმის აქტიური ზრდის პერიოდად ითვლება. წონის მატება ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ამ მიზეზით საკვების შეზღუდვა ან მასზე უარის თქმა უარყოფითად აისახება ზრდის პროცესზე, ვინაიდან ამ პერიოდში ორგანიზმი გაძლიერებულად ითხოვს მინერალებს, ვიტამინებს, ენერგიას. არსებობს დაავადებები, რომელთა დროსაც აუცილებელია რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის ამოღება. კერძოდ, ალერგიული დაავადებების დროს შესაძლოა აიკრძალოს რძე და რძის ნაწარმი, თევზი და ზღვის პროდუქტები, ციტრუსები, მაგრამ ადაპტაციური რაციონის შედგენისას მინერალების, ვიტამინების, შეუცვლელი ამინომჟავებისა და სხვათა კორექცია აუციბელია.
იმ მოზარდების რაციონი, რომლებიც მხოლოდ გაზიანი სასმელებით, ჩიპსებითა და ბურგერებით იკვებებიან, კალციუმის საჭირო რაოდენობის მხოლოდ 50 % - ს შეიცავს, ამიტომ ენერგიის გამო თუ წონის კორექციის მიზნით ყოველდღიური რაციონიდან რძისა და მისი პროდუქტების ამოღების შემთხვევაში მოზარდმა კალციუმის მარაგი ფარმაკოლოგიური პრეპარატებით უნდა შეივსოს. იოდის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად გამოყენებულ უნდა იქნეს იოდიანი მარილი, იოდის პრეპარატები. იოდის ოპტიმალური ათვისებისთვის რაციონი საკმარისი რაოდენობით უნდა შეიცავდეს ცილებს, რკინას, თუთიას, სპილენძს, A და E ვიტამინებს. რაციონიდან თევზის დიდი ხნით ამოღება კვების შეუცვლელი ფაქტორით - ომეგა - 3 კლასის უჯერი ცხიმოვანი მჟავებით - ორგანიზმის გაღარიბებას განაპირობებს. ომეგა-3 - ს, გარდა თევზის ქონისა, შეიცავს ზოგიერთი მცენარის (მაგალითად, გოგრის ) ზეთიც. ეს ნივთიერება მონაწილეობს მეტაბოლიზმის, იმუნური ფუნქციის (უჯრედული ჰორმონების - პროსტაგლანდინების, T - ლიმფოციტების) რეგულაციაში.
ადამიანისთვის რკინის ძირითადი წყარო ხორცია, ამიტომ მისი შეზღუდვა ან რაციონიდან ამოღება რკინადეფიციტურ ანემიას იწვევს. ამ მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს C და B2 ვიტამინების ნაკლებობა, რომლებიც რკინის ტრანსპორტირებასა და შეწოვას უწყობენ ხელს. კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფლორის შესანარჩუნებლად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად უნდა გამოვიყენოთ პრობიოტიკების, საკვები უჯრედისის შემცველი პროდუქტები. დასუსტებულ, ნაშიმშილევ ორგანიზმში წარმოიქმნება ჟანგბადის აქტიური ფორმები (ოქსიდანტური სტრესი). ამიტომ დიეტაზე მყოფ ორგანიზმს სჭირდება ისეთი ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე სურსათი, როგორიც არის ცოცხალი ხილი და ბოსტნეული.