მეტეორიზმის სამკურნალო გამოცდილი ხალხური საშუალებები!

მეტეორიზმის სამკურნალო გამოცდილი ხალხური საშუალებები!
მეტეორიზმი გავრცელებული დაავადებაა, რომელიც აირების დაგროვებით მუცლის შებერვას გულისხმობს, რაც ხშირად საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადების სიმპტომია. ამ დაავადებას თან ახლავს გაზების დაგროვება, შეკრულობა, ბუასილიც კი, ხშირია ორსულ ქალებში. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ მეტეორიზმთან ბრძოლის ორ ხალხურ მეთოდს:

  1. 1 სუფრის კოვზ კამის თესლს (თუ კამის თესლი არ გაქვთ, ქორფა კამა დაჭერით ჭვრილად, დაგჭირდებათ ერთი სუფრის კოვზი) დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 3-4 წუთი, დააყენეთ ერთი საათი, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ დღის განმავლობაში წყლის მაგივრად.

    ექიმის კომენტარი: ე.წ. კამის წყალს ხალხური მედიცინა ძველი დროიდან იყენებს მეტეორიზმის სამკურნალოდ. კამა ეთერზეთებით მდიდარი ერთწლიანი მცენარეა. გამოირჩევა სასიამოვნო და ძლიერი არომატით. კამის ყველაზე დიდი ღირსება არის ის, რომ იგი მადის აღმძვრელი საუკეთესო საშუალებაა და საკვების სწრაფ და სრულფასოვან მონელებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, კამა ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა. შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და სხვა მიკროელემენტების მარილებს. კამა იმდენად მდიდარია უჯრედისით რომ , მას ხშირად ნაწლავების ჯაგრისსაც უწოდებენ. ის შესანიშნავად წმენდს საჭმლის მომნელებ ტრაქტს. ვინც ცომეულსა და მშრალ საკვებს ეტანება, ვურჩევთ, დღეში ერთი კონა კამის ჭამას. კამას იყენებენ სამკურნალოდ, დაავადებათა პროფილაქტიკისათვის, რადგან მას არაერთი სასარგებლო თვისება აქვს: ბაქტერიოციდული, სპაზმოლიზური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ჰიპოტენზიური, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, კარდიოტონური, ბრონქოლიზური, სედაციური, ამოსახველებელი, ნაღველმდენი, საფაღარათო, რეპარაციული.


  2. ნახევარ ჭიქა იოგურტს დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, დაამატეთ ¼ ჩაის კოვზი დაფქული კოჭა და ¼ ჩაის კოვზი ასევე დაფქული ჯავზი, კარგად მოურიეთ და დალიეთ 1/3 ჭიქა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს სრულიად უსაფრთხო საშუალება გაგიქრობთ ნაწლავში გაზებს, ათხელებს და ხსნის ლორწოს კუჭსა და ნაწლავებში, არჩენს ჰემოროისაც.

    ექიმის კომენტარი: რეცეპტში შემავალ კომპონენტებზე შეგვიძლია ვთქვათ: იოგურტი რძის პროდუქტია, მდიდარია სასარგებლო ბაქტერიებით და მისი რეგულარული მიღება აწესრიგებსნაწლავურ ფლორას. კოჭა, იგივე ჯანჯაფილის ფესვი გამოიყენება ძველ ქართულ მედიცინაში კუჭ-ნაწლავის დაავადების სამკურნალოდ. იგი გამოიყენება ტიბეტურ მედიცინაშიც.
    ჯავზი ხშირად გვხვდება პირში ჩასადები წამლის შემადგენლობაში ისეთი დაავადებების დროს, როდესაც ავადმყოფს გონება მთლიანად ნათელი არ ჰქონდა, გულმავიწყობა ემჩნეოდა, თავი სტკიოდა, დამბლის ნიშნები უჩანდა.ჯავზი მედიცინაში გამოიყენება, როგორც კუჭის მოქმედების მარეგულირებელი და არომატული ნივთიერება. მცენარე შეიცავს ეთეროვან ზეთს.

სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"