რით შეიძლება ვუშველოთ შარდშეუკავებლობას მოზრდილ ბავშვებში?!
გთხოვთ, ამიხსნათ, რით შეიძლება ვუშველოთ შარდშეუკავებლობას მოზრდილ ბავშვებში. რომელ ექიმს, ან რა წამლებს შეუძლია თითქმის დასაქორწინებელი ახალგაზრდების შველა.
ექიმის კომენტარი:
შარდის შეუკავებლობა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რომელიც მრავალ ბავშვს და მშობელს ტანჯავს. უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს ასეთი ბავშვების რიცხვი საკმაოდ გაიზარდა, რაც საზოგადოებაში ნევროზული ფონისა და დაძაბული ცხოვრების რიტმის ზრდასთანაა დაკავშირებული. შარდის შეუკავებლობის ყველაზე ხშირი მიზეზი მოზარდის ნერვული სისტემის გადაძაბვა, მისი ჭარბი ფსიქიკური აღგზნება გახლავთ. ნიშანდობლივია, რომ ასეთი პრობლემები უპირატესად ნევროზული მშობლების შვილებს აქვთ ხოლმე. ამ დროს მოსაწერიგებელია არა მარტო ბავშვის არამედ მშობლების ფსიქიკაც, მოსაგვარებელია მათ შორის ურთიერთიბა. ამ პრობლემის გადასაჭრელად უნდა მიმართოთ ექიმ - ფსიქონევროლოგს. მაგრამ მანამდე უნდა გამოირიცხოს საშრდე სისტემის ორგანული პათოლოგია, რისთვისაც საჭიროა შარდის გამოკვლევა და უროლოგის კონსულტაცია. როცა შარდის შეუკავებლობა ორგანული დაზიანებითაა გამოწვეული, ადამიანი შარდს დღის განმავლობაშიც ვერ იკავებს ხოლმე, ხოლო თუ შეუკავებლობა მხოლოდ ღამით აქვს, ასეთ დროს უფრო აღნიშნული პათოლოგიის ფსიქოგენურ ხასიათზე გვებადება ეჭვი.
ეცადეთ, მოუხსნათ ბავშვებს სტრესის გამომწვევი ფაქტორები, დამშვიდდით და დაამშვიდეთ ისინი შეძლებისდაგვარად, დატვირთეთ სპორტით, მოაგვარეთ ოჯახური ურთიერთობები. უფრო კონკრეტულ რჩევებს კი ექმთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებთ.