თავი დააღწიეთ შემაწუხებელ დაავადებას - შარდის შეუკავებლობას!

თავი დააღწიეთ შემაწუხებელ დაავადებას - შარდის შეუკავებლობას!
გთავაზობობთ რეცეპტს, რომლის გამოყენებითაც შევძელი თავი დამეღწია შემაწუხებელი დაავადებისაგან- შარდის შეუკავებლობისაგან. ვიცი, რომ ეს პრობლემა ბევრ ასაკიან ადამიანს აწუხებს, განსაკუთრებით - ქალებს, ამიტომ გთხოვთ, გამოაქვეყნოთ ჩემი წერილი, რათა ადამიანებს შვება მივცეთ.

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ კრაზანა
  • 2 ს/კ ასისთავა

მომზადების და გამოყენების წესი:

თანაბარი რაოდენობით შეურიეთ კრაზანა და ასისთავა , აიღეთ ამ ნარევის 2 ს/კ , დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით მუღარე წყლის ორთქლზე 15 წუთი, შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ და სვით, როგორც ჩაი. მკურნალობის კურსი 20 დღეა, შეისვენეთ 1 თვე და ისევ გაიმეორეთ.

ექიმის კომენტარი:

კრაზანა მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედებით გამოირჩევა. აღსანიშნავია მისი ანტიბაქტერიული, სპაზმოლიტური (სპაზმების მომხსნელი ), ანთების საწინააღმდეგო, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი ზემოქმედება ორგანიზმზე. ნერვულ სისტემაზე კი მოქმედებს როგორც ნერვული აღგზნების მარეგულირებელი საშუალება; ამდენად, ეს მცენარე საშარდე გზებთან დაკავშირებული პრობლემების დროს ფართო სპექტრის მოქმედების პრეპარატს წარმოადგენს. აცხრობს ანთებით პროცესს, ებრძვის ინფექციას, არეგულირებს საშარდე გზების მაინერვირებელ ნერვულ იმპულსებს, წმენდს თირკმლებს და შარდსაწვეთებს მარილოვანი ნალექებისგან.
რაც შეეხება ასისთავას, იგი ფიტოთერაპიაში ძირითადად, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს გამოიყენება, როგორც საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების გამააქტიურებელი და ნაწლავთა პერისტალტიკის გამაძლიერებელი საშუალება, რაც შარდის შეუკავებლობის დროს უდავოდ მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან მუცლის შებერვა, ყაბზობა შარდის შეუკავებლობის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.
ამდენად, აღნიშნული რეცეპტის ორივე კომპონენტი საშარდე სისტემაზე დადებითი ფარმაკოლოგიური ეფექტის მქონე სამკურნალო მცენარეა და მათი მიღება ნამდვილად გამოიღებს შედეგს შარდის შეუკავებლობის დროს, თუ იგი ფუნქციური ხასიათისაა, მაგრამ თუ ეს პათოლოგია ორგანული ბუნებისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სიმპტომი ( ნიშანი ) მეორადადაა გამოწვეული რაიმე სხვა დაავადებით, მაგალითად, საშვილოსნოს დაწევით ან შარდის ბუშტის პათოლოგიით, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ შესაბამის ექიმ- სპეციალისტს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი