გაიგეთ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის 8 ნიშნის შესახებ, რომლებსაც მილიონობით ადამიანი უგულებელჰყოფს

გაიგეთ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის 8 ნიშნის შესახებ, რომლებსაც მილიონობით ადამიანი უგულებელჰყოფს
ფარისებრი ჯირკვალი ჰორმონების ფართო სპექტრს გამოიმუშავებს და ამგვარად შეხება აქვს ორგანიზმის ყველა მეტაბოლურ პროცესს.
ჰორმონების არასაკმარისად გამომუშავება იწვევს ჰიპოთირეოზს, იმ დროს, როცა ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტ პროდუქციას ჰიპერთირეოზი ეწოდება. გამოთვლილია, რომ ფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისი აქტივობა - ჰიპოთირეოზი - ფარისებრი ჯირკვლის 99% პრობლემების გამომწვევი მზიეზი ხდება.

ფარისებრი ჯირკვალი პასუხისმგებელია მეტაბოლიზმზე, სიჩქარეზე, რომლითაც უჯრედები საკვებს ენერგიად აქცევენ. ეს ნიშნავს, რომ ენერგიის დონე დაზიანდება, თუ ფარისებრი ჯირკვალი არასწორად იმოქმედებს.

ჰიპოთირეოზის მიზეზები

ფარისებრი ჯირკვლის მოცილება: შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვალი ქიმიური ნივთიერებებით ან ქირურგიული გზით იქნა მოცილებული.
ჰაშიმიტოს თირეოდიტი: ეს აუტოიმუნური დაავადება ხასიათდება ჰორმონების არასაკმარისი წარმოებით.
ლითიუმი: ეს პრეპარატი, როგორც ვარაუდობენ, ჰიპოთირეოზის გამომწვევი მიზეზია.
იოდიდის ზედმეტი ზემოქმედება: ზოგიერთი საღებავი, ამიოდარონი ან პრეპარატები გაციების წინააღმდეგ, შეიცავს დიდი ოდენობით იოდს, რაც ჰიპოთირეოზის გამომწვევი მიზეზი ხდება.

ჰიპერთირეოზის გამომწვევი მიზეზები

  • როდესაც ფარისებრ ჯირკვალში კვანძები ჩნდება, იწყება ზემდეტი ჰორმონებისგან გათავისუფლება და ირღვევა ბალანსი.
  • ქრონიკული თირეოდიტი: ფარისებრი ჯირკვლის ანთება იწვევს ზედმეტ ჰორმონებს.
  • ჰიპოფიზის ჰიპერფუნქცია ან ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები.


ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის ნიშნები:


  1. სიცივის მუდმივი გრძნობა, ცივი ხელები და ფეხები
  2. იცვლება თმა და კანი - თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები და დამსკდარი კანი
  3. ნაწლავური პრობლემები
  4. წონაში მომატება ან წონაში დაკლების პრობლემები
  5. ხასიათის ცვალებადობა, შფოთვა, დეპრესია
  6. დაღლილობის მუდმივი გრძნობა
  7. სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, არარეგულარული პერიოდები და უშვილობა - ქალური ჰორმონალური დისბალანსის ნიშნები
  8. კონცენტრაციის დაქვეითება, გონების დაბინდვა


როგორ გამოვავლინოთ, არის თუ არა ფარისებრი ჯირკვალი მიზეზი

რეკომენდებულია, რომ ამ სიმპტომების მქონე პაციენტებმა ჩაიტარონ შემდეგი ლაბორატორიული ანალიზები, იმის დასადგენად, ფუნქციონირებს თუ არა ფარისებრი ჯირკვალი ნორმალურად:

  • გლობულინთან დამაკავშირებელი ფარისებრი ჯირკვალი (ცილა, რომელიც ფარისებრი ჯირკვალს უკავშირდება)
  • ფარისებრი ჯირკვლის პეროქსიდაზის ანტისხეულები (TPO Ab)
  • თიროგლობულინის ანტისხეულები (TGB Ab)
  • თირეოთროპული ჰორმონი
  • თავისუფალი T4 (ფარისებრი ჯირკვლის არააქტიური ჰორმონი)
  • თავისუფალი T3 (ფარისებრი ჯირკვლის აქტიური ჰორმონი)
  • ფარისებრი ჯირკვლის ინაქტივირებული ჰორმონი


თუნდაც მაჩვენებლები ნორმალური იყოს, შესაძლოა, იდეალურ დიაპაზონში არ იმყოფებოდეს, ამიტომ, რეკომენდებულია ძირითადი გამომწვევი მიზეზის პოვნა, თუ რატომაა დონეები არაოპტიმალური.

იხილეთ ვიდეო: