საოცარი საშუალებები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის აღსადგენად!
ადამიანის ყელზე ხორხის ორივე მხარეს ფარისებრი ჯირკვალი მდებარეობს. იგი გამოიმუშავებს ჰორმონებს - თიროქსინს და ტრიიოდთირონინს, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აწესრიგებს.
ჩიყვი ეწოდება ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას, რაც ხელითაც ადვილად ისინჯება და თვალითაც ჩანს. ჩიყვის გაჩენას თან ახლავს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის მოშლა. ზოგჯერ ჯირკვალი იწყებს ჰორმონების გაძლიერებულ გამომუშავებას. სხვა შემთხვევაში მიუხედავად მასის მნიშვნელოვანი მომატებისა, ჯირკვალი ვეღარ გამოიმუშავებს ჰორმონების საჭირო რაოდენობას და ორგანიზმი მათ ნაკლებობას განიცდის. შესაბამისად ვითარდება ავადმყოფური მოვლენებიც. მაშინ როდესაც გაძლიერებულია ჩიყვში ჰორმონების გამომუშავება, ვლაპარაკობთ თირეოტოქსიკოზზე, რაც ნიშნავს ორგანიზმის მოშხამვას საკუთარი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით. იმ შემთხვევაში როდესაც ორგანიზმს აკლია ჰორმონები, ლაპარაკია პიპეთირეოზზე.
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია

- იღეთ კარტოფილის წვენი - 200 მლ, სტაფილოს წვენი -200 მლ, ჭარხლის წვენი - 100 მლ. წვენები აურიეთ მიიღეთ 30 - 50 მლ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 3 - ჯერ დღეში. მკურნალობის დროს არ მიიღოთ ხორცის პროდუქტები.
- ლამინარიას იყენებენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემცირებისას. მას იღებენ ნედლი სახით და როგორც გარნირს სხვა კერძებთან.
- აიღეთ შროშანას ყვავილი - 1 წილი, ოხრახუში - 1 წილი, ღორის ბირკას ბალახი - 1 წილი. ყველა კომპონენტი დააქუცმაცეთ და აურიეთ. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი, ადუღეთ 5 წთ, დააყენეთ ერთი საათის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ 3 - 4 - ჯერ დღეში, ჭამამდე.
- 1 ს/კ კურდღლისცოცხას ბალახს დაასხით 300 მლ ცივი წყალი, გააჩერეთ ღამის განმავლობაში, დილით ადუღეთ 5 წთ. გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ 3 - 4 - ჯერ დღეში, ჭამამდე.
- აიღეთ ფეიხოას ნაყოფი- 1 წილი, შაქარი - 2 წილი. ყველაფერი კარგად აურიეთ და მიიღეთ დილით 2 ს/კ.
- 2 ს/კ ჭინჭრის ხმელ ბალახს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 50 მლ 3- ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
- ფარისებრი ფუნქციას ზრდის ჟენ - შენი. მცენარის შეძენა შეიძლება აფთიაქში. მიიღეთ 30 წვეთი ნაყენი, 3 - ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 1 თვე. მკურნალობებს შორის შესვენება - 15 დღე.