ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სიმპტომები და მისი მკურნალობა უმარტივესი საშუალებით

ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სიმპტომები და მისი მკურნალობა უმარტივესი საშუალებით
ფარისებრი ჯირკვალი - პეპლის ფორმის ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც კისრის წინა ნაწილში მდებარეობს. მის ფუნქციას წარმოადგენს ჰორმონების გამომუშავება, რომლებიც გადაიტყორცნება სისხლში და ამ გზით მიეწოდება ორგანიზმის თითოეულ ქსოვილს. ეს ჰორმონები განაპირობებს თავის ტვინის, გულის კუნთისა და სხვა უმნიშვნელოვანესი ორგანოების გამართულ ფუნქციონირებას.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევამ შეიძლება მიგვიყვანოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებამდე: ქრონიკული დაღლილობა, მშფოთვარება, წონის აუხსნელი მატება ან კლება და ა.შ.

განარჩევენ ფარისებრი ჯირკვლის შემდეგ დაავადებებს:
  • ჰიპოთირეოზი - ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ჰორმონებს, რას გამოც მთელი ორგანიზმი და ნივთიერებათა ცვლის პროცესები ნელდება.

  • ჰიპერთირეოზი - ჯირკვალი გამოიმუშავებს გადაჭარბებული რაოდენობით ჰორმონებს, რის გამოც ორგანიზმში მიმდინარე თითოეული პროცესი, გულის შეკუმშვის სიხშირე და ნივთიერებათა ცვლის პროცესები ჯერადად ჩქარდება.

  • ტირეოიდი - ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი დაავადება.

  • ჩიყვი - ფარისებრი ჯირკვლის ზომის ზრდა.

  • კვანძოვანი ჩიყვი - ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების პათოლოგიური ზრდა.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ყველაზე გავრცელებული სიმპტომები:

  • მშრალი კანი;
  • ქოლესტერინის მაღალი დონე;
  • ხრინწიანი ხმა ან უცნაური განცდა ყელში;
  • ამაღლებული არტერიული წნევა;
  • უხარუსხო ძილი;
  • კიდურებისა და კუნთების ტკივილი;
  • სხეულის არარეგულირებადი ტემპერატურა;
  • მადის ცვლილება;
  • თმის საფარის შეთხელება;

ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევ მთავარ მიზეზს ორგანიზმში იოდის დეფიციტი წარმოადგენს. გარდა ამისა, ჰიპოთირეოზი დაკავშირებულია სელენის დეფიციტთან. ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით ამ ელემენტის არსებობის დროს ჩიყვის განვითარების რისკი რამდენჯერმე მცირდება.

თქვენ შეგიძლიათ ფარისებრი ჯირკვლის დაცვა და ორგანიზმში სელენისა და იოდის დონის ბალანსირება უმარტივესი საშუალების დახმარებით, რომელსაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები:

  • 40 შავი კაკალი;
  • 1 ლიტრი თაფლი;

ინსტრუქცია:

გარეცხეთ შავი კაკალი, გააშრეთ და მოათავსეთ დიდი ზომის მინის ქილაში. ჩაასხით მოცემული რაოდენობით თაფლი, მჭიდროდ დააფარეთ ქილას თავსახური და შეინახეთ ისეთ ადგილას 40 დღით, სადაც მას რეგულარულად მოხვდება მზის სხივები.

40 დღის შემდეგ გაფილტრეთ სითხე.

გამოყენება:

მიირთვით 1 ჩაის კოვზი ეს საშუაება ყოველ დილით მშიერ კუჭზე.