კუჭის წყლული სამკურნალი 3 ეფექტური რეცეპტი.
მაქვს კუჭის წყლული, ამიტომ გამუდმებით ვეძებ მცენარეულ რეცეპტებს, რომელიც ამ დაავადების დროს არის ეფექტიანი. ამჟამად ხელთ მაქვს სამი რეცეპტი.
ექიმის კომენტარი:
შევეცდებით, მოკლედ განვიხილოთ თითოეული რეცეპტი და განვმარტოთ მათი ეფექტიანობის მექანიზმი კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს.
- ტუხტის ( ალთეს ) ფესვები დაანამცეცეთ. 2 ს/კ - ზე დაასხით 1,5 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წუთი დაბალ ცეცხლზე. გააცივეთ. გაწურეთ და მიიღეთ თბილ - თბილი, 1/3 ჭიქა 3 - ჯერ დღეში, ჭამის დროს.
- მიირთვით ნატურალური თაფლი საუზმემდე 1,5 სთ - ით ადრე 30 გრამი, სადილამდე 2 სთ - ით ადრე - 40 გრ, ვახშმიდან 3 საათის შემდეგ კი - 30 გრ მკურნალობის კურსია 15 - 20 დღე.
- ნიახურის ნაყენი ( 2 ს/კ დანამცეცებულ ძირებიან ნიახურს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით 2 სთ, გადაწურეთ ) მიიღეთ 1/3 ჭიქა 3 - ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
ექიმის კომენტარი:
შევეცდებით, მოკლედ განვიხილოთ თითოეული რეცეპტი და განვმარტოთ მათი ეფექტიანობის მექანიზმი კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს.
- ტუხტის ფესვები შეიცავს დიდი რაოდენობით ლორწოვან ნივთიერებებს. ბუნებრივი ლორწოს შემცველობითი ტუხტი უთანაბრდება სელის თესლს. ლორწო ჯირჯვდება წყალში და ქმნის მახასიათებელ კოლოიდურ სისტემას, რომელსაც სამკურნალო ღირებულება აქვს. მცენარეული ლორწო კუჭის ლორწოვან გარსს ფარავს თხელი ფენით, რომელიც მასზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩერდება და იცავს შემდგომი გაღიზიანებისგან. ამის შემდეგ კი იოლდება დაზიანებულ ქსოვილების თავისთავადი რეგენერაცია, მცირდება ანთებითი პროცესები. ამრიგად, ტუხტიდან გამოსულ ლორწოს აქვს კუჭის ლორწოვან გარსზე დამცველობითი, ანტიანთებითი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, რაც წყლულის დადებით დინამიკას უწყობს ხელს.
- თაფლის უნიკალურ თვისებებზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. თუმცა ზოგიერთი პაციენტი აღნიშნავს, რომ თაფლის მიღებისას ემატება მჟავიანობა და ეწყება და ეწყება გულძმარვა. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი არ იცავენ თაფლის მიღების წესებს. კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობისა და წყლულოვანი დაავადების დროს აღნიშნული პროდუქტი უნდა მივიღოთ მშიერ კუჭზე - ჭამამდე 1,5 - 2 სთ - ით ადრე ან ჭამიდან 3 სთ - ის შემდეგ. თაფლს გააჩნია კომპლექსური დადებითი ეფექტი სხვადასხვა პათოლოგიის დროს. კერძოდ, იგი ახდენს ანთების საწინააღმდეგო ანტიბაქტერიულ, ქსოვილთა რეგენერაციის დამაჩქარებელ, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელ და სხვა მრავალ ზემოქმედებას. მისი გამოყენება რეცეპტში აღნიშნული წესის მიხედვით უთუოდ დადებით შედეგს მოგვცემს წყლულის დროს.
- ნიახური მდიდარია ვიტამინებით და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ფიტოთერაპიაში იგი ძირითადად, შარდმდენ საშუალებად გამოიყენება: მასში შემავალი ეთეროვანი ზეთი ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ხოლოს ფესვებში შემავალი ლორწო ლორწოვან გარსზე დამცავ ზემოქმედებას ახდენს, რაც ამცირებს ანთებით პროცესს და ტკივილს კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს. თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწონოთ, რომ ნიახურის ნაყენის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ დაბალი, ნორმალური მჟავიანობით მიმდინარე წყლულოვანი დაავადების დროს.