ამ ნაყენის დახმარებით კუჭის წყლული სწრაფად შეგიხორცდებათ!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი.
ექიმის კომენტარი:
ასფურცელას ყვავილედი შეიცავს ფლავონოიდებს ( ლუტეონს, კვერცეტინს ), ეთერზეთს ( 2% - მდე ), რომლის შემადგენლობაში შედის ტუიონი, ქაფური, ტუიოლი, ალკალოიდები, სათრიმლავი და მწარე ნივთიერებები.
ხალხურ მედიცინაში ასფურცელას ნაყენი გამოიყენება მრგვალი ჭიების დასაყრელად, ციების საწინააღმდეგოდ, ნერვული აგზნების, ნაწლავების ზოგიერთი დაავადების დროს.
მედიცინაში ასფურცელას პრეპარატებს იყენებენ ღვიძლის, ნაღვლის სადინარების, კუჭ - ნაწლავის დაავადების, ენტეროკოლიტების დროს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.
კრაზანა და გვირილა ხალხურ მედიცინაში საკმაოდ ხშირად გამოიყენება კუჭ - ნაწლავის ანთებითი პათოლოგიების სამკურნალოდ.
სელი წყლულს უხდება იმიტომ , რომ ის უხვად შეიცავს ლორწოს, რომელიც მოეფინება კუჭ - ნაწლავის დაზიანებულ ლორწოვან გარსს, იცავს მას შემდგომი გაღიზიანებისგან და ხელს უწყობს წყლულის რეგენერაციას და შეხორცებას.
- 1 ს/კ ყვავილს დაასხით 1,5 ჭ მდუღარე წყალი, გააცივეთ და მიიღეთ 50 მლ დღეში 2 - 3 - ჯერ. ასფურცელაში არსებული მწებავი ნივთიერებები აცხრობს ანთებას და ანადგურებს კუჭში არსებულ მიკრობებს, თუმცა მისი სმა ორ კვირაზე მეტხანს არ შეიძლება, რადგან ტოქსიკურია და დოზის გადაჭარბება სახიფათოა. ორსულებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ასფურცელას ნაყენის სმა დაუშვებელია.
- კუჭის წყლულით გამოწვეული ტკივილის დროს აურიეთ ერთმანეთში თითო წილი სააფთიაქო გვირილა და კრაზანა, 2 ს/კ ნარევს დაასხით 2 ჭ მდუღარე წყალი, დადგით სითბოში 1 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ თბილ - თბილი, ნახევარ - ნახევარი ჭიქა უზმოზე და ჭამიდან 1 - 1,5 საათიშ შემდეგ, თუ ტკივილმა შეგაწუხათ - ძილის წინაც.
- კუჭის ტკივილს უხდება სელის თესლის ნახარშიც. ხარშეთ სელის თესლი წყალში გასქელებამდე და მიიღეთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა დღეში 5 - 7- ჯერ ჭამის რეჟიმისგან დამოუკიდებლად. 2 - 3 მიღების შემდეგ ტკივილმა შესაძლოა გაიაროს, მაგრამ არ შეჩერდეთ, გააგრძელეთ სმა კიდევ 4 - 5 დღე, რათა ტკივილი აღარ განმეორდეს.