მიიღეთ ეს უებარი ნაყენი წნევის დასარეგულირებლად და კუჭის სამკურნალოდ!

მიიღეთ ეს უებარი  ნაყენი წნევის დასარეგულირებლად და კუჭის სამკურნალოდ!
წლების განმავლობაში მაწუხებდა წნევა და, ამავე დროს, მქონდა კუჭის წყლული. მაღალი მჟავიანობა ყოველდღე მიმწარებდა სიცოხლეს - მქონდა საშინელი გულძმარვა, ბოყინი, კუჭის წვა. ჩემმა ნათესავმა, რომელიც ხალხური მედიცინით ძალიან დაინტერესებულია და უამრავი რეცეპტი იცის, მომიმზადა რაღაც ნაყენი და მითხრა: ეს წამალი სვი ნახევარი ჭიქა 3-ჯერ დღეში და აღარაფერი შეგაწუხებსო. ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ და ჩემდა გასაოცრად, აღარც კუჭს შევუწუხებივარ და არც წნევას. რა თქმა უნდა, დავინტერესდი წამლის შემადგენლობით და ახლა ეს რეცეპტი თქვენც უნდა გასწავლოთ.

ინგრედიენტები:

  • 15 გრ შავბალახა
  • 15 გრ კოთხუჯის ფესვები
  • 15 გრ ჭაობის ბერულა
  • 15 გრ კრაზანა
  • 15 გრ პიტნა
  • 1,5 ლ წყალი
  • ვაჟინი გემოვნებით


მომზადების და გამოყენების წესი:

აიღეთ 15-15 გრ შავბალახა, კოთხუჯის ფესვები, ჭაობის ბერულა, კრაზანა, პიტნა. დაასხით 1,5 ლ წყალი, ადუღეთ 5 წუთი, დატოვეთ 2 საათით, გაწურეთ, დაუმატეთ ვაჟინი გემოვნებით. მიიღეთ 1/2 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში მაღალი წნევისა და კუჭის წყლულის ან მაღალი მჟავიანობის დროს.


ექიმის კომენტარი:

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომელთა მოქმედების მექანიზმი დადებით შედეგს მოგვცემს აღნიშნული დაავადების დროს.
ბერულა 10-25 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა. ღერო მიწის ზედაპირიდანვე დატოტვილია და მთლიანად დაფარულია მოთეთრო - მატყლოვანი ბუსუსებით. ფოთლები წვრილი, მოგრძო, ყვავილი პატარა, ღია ყვითელი ფერისა აქვს. სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის მიწისზედა ნაწილი. შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს, A და C ვიტამინებს. დადგენილია, რომ ჭაობის ბერულას მიღებისას ხდება პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოება, არტერიული წნევის დაწევა. კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკის გაძლიერება. კლინიკური დაკვირვებების მიხედვით დადებითი შედეგებია მიღებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების მკურნალობისას. ბალახიდან მიღებული ზეთოვანი გამონაწვლილი აჩქარებს ეპითელიზაციას და გრანულაციას დამწვრობისა და წყლულების დროს. ამიტომ იგი გამოიყენება, როგორც გარეგანი საშუალება ჩირქოვანი იარების, ძნელად შესახორცებელი ჭრილობების, დამწვრობის, საშვილოსნოს ეროზიის სამკურნალოდ.
ბერულას ნაყენი მზადდება ასეთი თანაფარდობით: 2 ს/კ დაასხით 2 ჩ/ჭ ცხელი წყალი.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი