ქრონიკული, ჩირქოვანი, მწეველთა და გახანგრძლივებული ბრონქიტის სამკურნალო არაჩვეულებრივი რეცეპტები
ქიმიური პრეპარატების ეფექტიანობას არავინ უარყოფს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ერთ დაავადებას თუ კურნავს, შესაძლოა, მეორე გამოიწვიოს, ამიტომ მინდა გასწავლოთ ბრონქიტის სამკურნალო მეტად ეფექტური საშუალებები.
ჩირქოვანი ბრონქიტის დროს
ჩირქოვანი ბრონქიტის დროს
- ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ნაძვის ან ფიჭვის კვირტი, მრავალძარღვასა და ვირისტერფას ფოთოლი. 4 ჩაის კოვზი ნარევი დააყენეთ 2 საათის განმავლობაში 1 ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალზე, შემდეგ 5 წუთს ხარშეთ. მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. მრავალძარღვის ნახარში აკრძალულია ჰიპერაციდული გასტრიტისა და მაღალი მჟავიანობით მიმდინარე კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს.
ქრონიკული ბრონქიტის დროს - 5 გ ან 1 ს/კ ვირისტერფას ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ. მიიღეთ თბილი, 1/3 - 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
- 6 გ ან 2 ს/კ ტუხტის ფესვს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 2-3 საათს დააყენეთ, მიიღეთ ცხელი, 1/3-1/2 ჩაის ჭიქა 3-4 -ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
- ტუხტის ფესვის ცივი ნაყენი ასე მზადდება: 5-6 გრამ ნედლეულს უნდა დაასხათ 100 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი, 1 საათის განმავლობაში დააყენოთ და მიიღოთ 1 სადილის კოვზი ყოველ 2 საათში ერთხელ.
- ტუხტის ფესვის ცხელი ნაყენი: 1 სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 200 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი, დააყენეთ 4 საათის განმავლობაში, ადუღეთ 6-7 წუთს, გააცივეთ. მიიღეთ თბილი, 2 სადილის კოვზი დღეში 2-4-ჯერ.
- ნახევარლიტრიან ქილაში მოათავსეთ ალოეს ოთხი დიდი ფოთოლი და დააყენეთ ოთხი დღის განმავლობაში. შემდეგ დანაყეთ და მიიღეთ 1 დესერტის კოვზი დღეში 3-ჯერ.
მწეველთა ბრონქიტის დროს - 1 ჩ/კ ცხენისწაბლას ყლორტის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, დააყენეთ 8 საათის განმავლობაში, გაწურეთ და მიიღეთ 30 მლ დღეში 4-ჯერ.
ქრონიკული მშრალი ბრონქიტის დროს - აურიეთ ერთმანეთში მაყვლის ფოთოლი და გულყვითელას ყვავილი თანაფარდობით 2:1. 4 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 10 წუთს დააყენეთ. 1/4 ჩაის კოვზი დღეში 4-ჯერ, ჭამის შემდეგ.
გახანგრძლივებული ბრონქიტისას - ერთმანეთში აურიეთ ალოეს ფოთოლი, ღორის ქონი და თაფლი თანაფარდობით 1:2:2, გემოვნებისამებრ დაამატეთ ნიგოზი ან ვანილი და 5 საათით შედგით ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე. მიიღეთ რძით, თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ. აურიეთ ერთმანეთში ხახვის წვენი და თაფლი (თანაფარდობით 1:1), მიიღეთ 1ჩ/კ დღეში 3-4-ჯერ.
ბავშვებისთვის - ღორის ქონში შეწვით 2 კვერცხი და მოაყარეთ მარილი. როდესაც გაცივდება, ბავშვს მკერდზე დაადეთ და მთელი ღამე დაუტოვეთ.
- აიღეთ 500 გ ხახვი, წვრილად დაკეპეთ, დაამატეთ 400 გ შაქარი და 50 გ თაფლი, კარგად აურიეთ და დაასხით 1 ლიტრი წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ, ხარშეთ 3 საათს. გააცივეთ, გაწურეთ და ჩაასხით ბოთლში. მიიღეთ 1ს/კ დღეში 4-6-ჯერ. მკურნალობის კურსი 30-40 დღეა. შეგიძლიათ, კურსი ერთი თვის შემდეგ გაიმეოროთ.