დაბალ არტერიულ წნევას ( ჰიპოტონია ) შემდეგი რეცეპტებით უმკურნალებთ!

დაბალ არტერიულ წნევას ( ჰიპოტონია )  შემდეგი რეცეპტებით უმკურნალებთ!
ასეთი დაავადება ამჟამად ხშირია ახალგაზრდებში. ჰიპოტონიის დროს ადგილი აქვს არტერიის დაბალ ტონუსს, გულის მოქმედების შესუსტებას და სხვა დარღვევებს, უფრო ხშირად ეს დაავადება შეინიშნება ქალებში 30 წლამდე - 95/60 - ზე და უფრო დაბლაც.
გარდა ჩამოთვლილი სიმპტომებისა შეინიშნება თვალებში დაბნელება სწრაფი წამოდგომისას და სხეულის მდგომარეობის მკვეთრი შეცვლისას, ხდება გულის წასვლაც.
ძირითადი საშიშროება იმაშია, რომ ჰიპოტონია იწვევს ორგანიზმის არასაკმარის სისხლითმომარაგებას და როგორც შედეგს თავის ტვინის და შინაგანი ორგანოების ჟანგბადით შიმშილობას. მაგრამ სტატისტიკით ჰიპოტონიკები ცხოვრობენ 10 წლით უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ჰიპერტონიკები.

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ავადმყოფობის მიზეზის მონახვა და დროული მკურნალობა. ქრონიკული ჰიპოტონია მემკვიდრეობითიცაა. ავადმყოფობის მწვავე ფორმა ხშირადაა დაკავშირებული სტრესთან, როცა ირღვევა სისხლძარღვთა ტონუსის რეგულაცია.
წნევის მკვეთრი დაცემის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია, ინტოქსიკაცია, ზოგიერთი პრეპარატების გვერდითი მოვლენები, E, C, B ვიტამინების უკმარისობა, ასევე გვხვდება ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, როცა წნევა მკვეთრად მცირდება ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში სწრაფად გადასვლის დროს.

ხალხური საშუალებები ჰიპოტონიის სამკურნალოდ:
არალია მაღალი ( მანჯურიის ).
ა) დაასხით 1 ს/კ დაქუცმაცებულ ფესვებს 5 ს/კ 70 % - იანი სპირტი. დააყენეთ 7 დღე ბნელ ადგილზე, გაწურეთ. მიიღეთ 30 - 40 წვეთი ჭამის წინ 2 - 3- ჯერ დღეში 1 -2 თვის განმავლობაში,

ბ) შეგიძლიათ შეიძინოთ პრეპარატ " საფირალის " ტაბლეტები, დამზადებული არალიის ფესვებისგან. მიიღეთ ერთი - ორჯერ დღეში თითო ტაბლეტი ჭამის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში.

ჟენშენი. დაასხით ნახევარი ლიტრა სპირტი 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფესვებს. დააყენეთ ბნელ ადგილზე 10 - 12 დღე, გაწურეთ. მიიღეთ თითო ჩ/კ დილით უზმოზე. 30 - 40 წთ - ით ადრე საუზმემდე. თუ ერთი კვირის შემდეგ ეფექტი არ იქნება, გაზარდეთ დოზა 2 - 3 ჩ/კ - მდე. როგორც კი იგრძნობთ გაუმჯობესებას, ნაყენის მიღება შეწყვიტეთ; მხოლოდ მას შემდეგ, როცა ჰიპოტონია თავს გაგახსენებთ, კვლავ დაიწყეთ პრეპარატის მიღება.

ლიმონურა ჩინური. დაასხით 1 ს/კ დაქუცმაცებულ ნაყოფს ან 2 ს/კ თესლს 5 ს/კ სპირტი და დააყენეთ 10 - 15 დღე ბნელ ადგილზე, გაწურეთ. მიიღეთ 20 - 30 წვეთი უზმოზე 2 - 3- ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში.
სტატიის ავტორი: კოკი ნარმანია
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია